შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
ძალის დაკარგვა 03.09.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 520 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
03.09.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2014 წლის 26 სექტემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ მოთხოვნებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უწესდებათ დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.  პირველი თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საკრებულოს აპარატის ყველა მოხელეზე, ხოლო მეორე თავით დგინდება სპეციალური მოთხოვნები. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საერთო მოთხოვნები 1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება უმაღლესი განათლება გარდა წამყვანი სპეციალისტებისა და სპეციალისტებისა. 2. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  ნებისმიერ თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნ პირს მოეთხოვება ზოგადი უნარებისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია - „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გარდა მე-3 კარისა; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. თავი II სპეციალური მოთხოვნები მუხლი 2🔗. შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი: 1. შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; 3. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; 4. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; 5. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 3🔗. შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე: 1. შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; 2. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; 3. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; 4. კომპიუტერული საოფისე პროგრამა (Microsoft word; Microsoft Excel). მუხლი 4🔗. იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება: 1. განყოფილების უფროსი: ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) უმაღლესი იურიდიული განათლება; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; ვ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; ზ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 2. წამყვანი სპეციალისტი საკადრო საკითხებში: ა) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). მუხლი 5🔗. საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  განყოფილება: 1. განყოფილების უფროსი: ა) შრომითი საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. გ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; დ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word); 2. წამყვანი  სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში: ა) „საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენდის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება. ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). 3. წამყვანი  სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში: ა) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (რეგლამენტი)  დებულება; ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  დებულება; გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამა (word). თავი III სხვა დებულებანი მუხლი 6🔗. სხვა დებულებანი 1. მოხელეს არ მოეთხოვება ყველა იმ ნორმატიული აქტის ან ნაწილის ცოდნა, რომელიც ძალადაკარგული იქნება კონკურსის/ატესტაციის ჩატარების დროისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისას, კომისია უფლებამოსილია ძალადაკარგული ნორმატიული აქტი ჩაანაცვლოს მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით. 3. დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.