,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№574
სარეგისტრაციო კოდი
410060000.10.003.018194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №574

2014 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 

თევზჭერის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

 

2.   მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით თევზჭერის წესს და პალიასტომის ტბაში თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესს ადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.

 

3.    მე-3 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,51. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არსებობს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობა, სამინისტრო მიმართავს საქართველოს მთავრობას, აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღების მიზნით.“.

 

4.    71  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში დეპარტამენტი).“.

 

5.  71 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს წყლის ობიექტისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის არანაკლებ 5-წლიანი გეგმა (შემდგომში – მართვის გეგმა), ხოლო მისი ვადის გასვლის შემდეგ – ახალი გეგმა ლიცენზიის დარჩენილი ვადის შესაბამისად. წარდგენილ მართვის გეგმას ამტკიცებს სამინისტრო ერთი თვის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 3 თვის ვადაში სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მართვის გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით. შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი; “.

 

6.  71 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) მართვის გეგმის დამტკიცებამდე წყალსატევის დათევზიანება განახორციელოს სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო მართვის გეგმის დამტკიცების შემდეგ – მხოლოდ მართვის გეგმით განსაზღვრული წესით; “.

 

7.   71 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია მოპოვებული თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების (როგორც ბუნებრივად, ასევე, ხელოვნურად მოშენებულის) შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით;“.

 

8.   71 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, წყალსატევის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);“.

 

9.     71 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ო) შეწყვიტოს თევზჭერის ობიექტებით სარგებლობა და დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;“.

 

10.   71 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) არააბორიგენულ სახეობებზე თევზჭერის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს დეპარტამენტს თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების ვადები, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც;“.

 

11.  71 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) მართვის გეგმით გათვალისწინებული დათევზიანების ღონისძიებების განხორციელების შესახებ (დაწყებისა და დამთავრების ვადები) დათევზიანებამდე ორი კვირით ადრე შეატყობინოს დეპარტამენტს და მხოლოდ, დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დათევზიანება (რაზეც დგება შესაბამისი აქტი). დათევზიანებისას ასევე, სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა;“.

 

12.  71 მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) ლიცენზიის ვადის გასვლის წლისათვის უზრუნველყოს წყალსატევში თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მართვის გეგმით განსაზღვრული აღწარმოების გათვალისწინებით მიღწეული მარაგის არსებობა, ასევე, გადააბაროს დეპარტამენტს ლიცენზიით განსაზღვრულ წყლის ობიექტში არსებული ბუნებრივი რესურსი;“.

 

13.   71 მუხლის 31 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი თვის ვადაში სამინისტროს წარუდგინოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმა. წარდგენილ გეგმას ამტკიცებს სამინისტრო 1 თვის ვადაში, ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია 1 თვის ვადაში სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს გეგმა შენიშვნების გათვალისწინებით;“.

 

14.  71 მუხლის 31 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არ განახორციელოს ბუნებრივი გარემოდან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ამოღება (მოპოვება) სამინისტროს მიერ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის დამტკიცებამდე;“.

 

15.   71 მუხლის 31 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ბუნებრივი გარემოდან ამოღება აწარმოოს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის გარემოდან ამოღების აქტს. აქტში აღინიშნება:

ე.ა) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული თევზის სახეობა, ზომა და სქესი;

ე.ბ) თევზის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღების ადგილი და დრო;“.

 

16.   71 მუხლის 31 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დათევზიანება განახორციელოს დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელიც ადგენს დათევზიანების აქტს. დათევზიანებისას სავალდებულოა შესაბამისი ვეტერინარული დასკვნის არსებობა. აქტში აღინიშნება:

ვ.ა) ლიფსიტების სახეობა, რაოდენობა და ასაკი;

ვ.ბ) დათევზიანების დრო და ადგილი;“.

 

17.   71 მუხლის 31 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აწარმოოს მუდმივი დაკვირვება აღწარმოების მიმდინარეობაზე თევზის სახეობის მიხედვით და მიღებული ინფორმაცია ყოველკვარტალურად წარუდგინოს დეპარტამენტს;“.

 

18.   71 მუხლის 31 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული თევზის (ლიფსიტების) რაოდენობის 35% ყოველწლიურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმის შესაბამისად, დააბრუნოს ბუნებრივ გარემოში დეპარტამენტთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით;“.

 

19.   71 მუხლის 31 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის გამრავლების შედეგად მიღებული პირველი თაობის თევზის რეპროდუქციის ასაკის მიღწევისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს, თევზჭერის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისა, დეპარტამენტთან შეთანხმებით და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით გარემოში დააბრუნოს ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული შესაბამისი თევზის სახეობის ყველა ინდივიდი;“.

 

20.   71 მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ბუნებრივი გარემოდან მოპოვებული თევზის დაღუპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს და დეპარტამენტის წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოს დაღუპული თევზის განადგურება, რის თაობაზეც დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ დგება შესაბამისი აქტი. ამასთან, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია თითოეულ დაღუპულ თევზზე გადაიხადოს გარემოზე მიყენებული ზიანი „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ შესაბამისად;“.

 

21.    71 მუხლის 31 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) კანონით დადგენილ ვადაში, ყოველწლიურად, დეპარტამენტს წარუდგინოს სრული ანგარიში სალიცენზიო პირობებისა და თევზის ტყვეობაში გამრავლების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების თაობაზე (მათ შორის, თევზსამეურნეო ღონისძიებების გატარების, თევზის რესურსის მარაგების აღრიცხვის, ხელოვნური ტბორის თევზპროდუქტიულობისა და თევზის რესურსით სარგებლობის შესახებ, სახეობებისა და ოდენობების მიხედვით);“.

 

22.   71 მუხლის 31 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ქმედება და დაუყოვნებლივ აცნობოს დეპარტამენტს და ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობისა და დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი;“.

 

23.    71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის (გარდა შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიისა და ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ნაწილის გასხვისებიდან 6 თვის ვადაში, ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა სამინისტროში უნდა წარადგინონ მართვის ახალი გეგმები. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელმა დეპარტამენტს, ხოლო წყალსატევის დაცული ტერიტორიის ფართობებზე არსებობის შემთხვევაში – ასევე, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც, უნდა წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ. ლიცენზიის გასხვისებამდე ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის გამსხვისებელმა და ლიცენზიის შემძენმა უნდა წარადგინონ განახლებული მართვის გეგმა (გეგმები). განახლებული მართვის გეგმის (გეგმების) დამტკიცებამდე ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე ბუნებრივი რესურსით სარგებლობა არ დაიშვება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი