ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2014
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.112.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 26 სექტემბერი
ქ. ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მე-3 ნაწილის, 44-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების თანდართული წესის მოქმედება არ ვრცელდება საკრებულოს თანამდებობის პირებზე.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელაბასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება თვეში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრს პირველ მუხლში აღნიშნული თითოეული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის შეიძლება დაუკავდეს ანაზღაურება შემდეგი ოდენობით:
ა)
საკრებულოს გეგმიური სხდომის გაცდენისათვის 100 (ასი) ლარი.
ბ)
საკრებულოს კომისიის გეგმიური სხდომის გაცდენისთვის 100 (ასი) ლარი.
გ)
საკრებულოს ფრაქციის გეგმიური სხდომის გაცდენისთცის 100 (ასი) ლარი;
დ)
ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრის გაცდენისათვის 100 (ასი) ლარი.
ე)
ამომრჩეველთა ადმინისტრაციულ შენობაში მიღების გაცდენისათვის 100 (ასი) ლარი.
მუხლი 3🔗
საკრებულოს აპარატის უფროსი აწარმოებს საკრებულოს თითოეულ წევრის მოვალეობების შესრულების ფაქტობრივი მონაცემების აღრიცხვის და ყოველი თვის წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით ( თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს) - მომდევნო სამუშაო დღეს. და საკრებულო თავმჯდომარეს წარუდგენს მოხსენებით ბარათს.
მუხლი 4🔗
საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველძე საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი თვის არაუგვიანეს 21 რიცხვისა ( თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) - გამოსცემს ბრძანებას თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ.
მუხლი 5🔗
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ყოველთვიურად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების დარიცხვას.