თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
ძალის დაკარგვა 03.07.2019
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 363 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
03.07.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №82 2014 წლის 26 სექტემბერი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის  და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის  შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა   და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირების და  საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა  პრემიის  გაცემის წესს,  პირობებს და მის ოდენობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗.  საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1. პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის გაცემა ხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის  წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2.  პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ. 3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ. 4.  პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის  – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა  და საკრებულოს აპარატის უფროსის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებული პირების (საჯარო მოსამსახურეების)  მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი. 3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებს თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.