ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.09.2014
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016102
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 888 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.09.2014 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.09.2014 „ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ” მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 11.12.2014 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.11.2017 ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №127 2014 წლის 26 სექტემბერი ქ. ბაღდათი ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16  მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი  ნაწილის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის, მე-13 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება  დანართის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე დანართი   ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ ადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისათვის. ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის  ორგანოების მუდმივი კავშირი მუნიციპალიტეტის  მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია: www.bagdati.gov.ge მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლისა და დაბლოკვისაგან. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი. 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯაროა და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ბ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა; გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; ე) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები; ვ) საზოგადოებრივი  და პოლიტიკური ორგანიზაციები; ზ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი (ყოველდღიური); ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური); გ) ერთჯერადი; მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება. 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები,ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საჯარო დაწესებულებები  გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობაზე და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივი განახლებადი - ყოველი  დღის 14:00 სთ. ბ) ყოველკვირეული - ყოველ სამშაბათს 14:00 სთ. გ) ყოველთვიური - ყოველი თვის 15 რიცხვის 14:00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ამ წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით. მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა 1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს: ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის,  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციას. 2. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია: ა) მთავარი- ბაღდათის მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის სიახლეები); ბ) საკრებულო; გ) გამგეობა; დ) განცხადებები; ე) ცნობარი; ვ) პროგრამები და პროექტები; ზ) ახალი ამბები; თ) გამოხმაურებები; მუხლი 6🔗. ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად: ა) ზოგადი ინფორმაცია (ისტორიულ-გეოგრაფიული ექსკურსი); ბ) მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა); გ) ბუნებრივი რესურსები; დ) ეკონომიკა და ბიზნესი (ფერმერული მეურნეობები, მცირე საწარმოები, ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, საინვესტიციო პროექტები, მუნიციპალური პროგრამები); გ) ინფრასტრუქტურა; ვ) ჯანდაცვა (საავადმყოფო, ამბულატორიები, სასწრაფო დახმარების სადგური, აფთიაქები); ზ) განათლება (პროფესიული სასწავლებელი,ზოგადსაგანმანათლებლო, სპორტული სკოლა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები); თ) სპორტი და კულტურა (სპორტული კლუბები და სპორტული ნაგებობები, თეატრები, კულტურის სახლები, კლუბები); ი) ტურიზმი (კურორტები, ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნავი ადგილები, ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, რესტორნები, კვების ობიექტები); კ) მუნიციპალიტეტის  რუკა , საკადასტრო მონაცემები და სხვა სახის  ინფორმაციები; 2. გამგეობა იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) გამგეობის დებულება; ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები); გ) გამგეობის სტრუქტურა; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა სამსახურის ტელეფონის ნომრების მითითებით); 3. საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) საკრებულოს ბიურო (საკრებულოს თანამდებობის პირები-თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია,პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები. ბ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, საკრებულოს კომისია და საკრებულოს ფრაქცია); გ) საკრებულოს კომისიები (უფლებამოსილება,სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის დებულებები); დ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (უფლებამოსილება,სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის  შემადგენლობა); ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება ფრაქციის შემადგენლობა); ვ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი-მოკლე ბიოგრაფია,პროფესია,სამსახურის ტელეფონი, მისამართი) აპარატის სტრუქტურა,( პერსონალური შემადგენლობა, თანამდებობებისა და სამსახურის ტელეფონის მითითებით); ზ) საკრებულოს რეგლამენტი; 4. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად; ა) საკრებულოს სამართლებრივი აქტები: ა.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები; ბ) გამგებლის ბრძანებები; გ) გამგებლობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანებები. 5. განცხადებების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად; ა) ტენდერები; აუქციონები; ბ) ვაკანსიები, კონკურსები. 6. ცნობარის განყოფილებაში თავსდება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების, ორგანიზაციების, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კულტურული და ტურისტული ობიექტების და სხვა მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი საცნობარო ინფორმაცია. 7. პროგრამებისა და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად: ა) მუნიციპალური პროგრამები; ბ) საინვესტიციო პროექტები; 8. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.  9. გამოხმაურებების ქვეგანყოფილებაში თავსდება მოქალაქეების გამოხმაურებები ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ. მუხლი 7🔗. ვებგვერდის დახურვა-ლიკვიდაცია. ვებგვერდის დახურვა-ლიკვიდაცია განხორციელდეს კანონის შესაბამისად.