ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2014
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016104
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
დებულების დამტკიცების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №129
2014 წლის 26 სექტემბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. (დანართი თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი
თავი I
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრავს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში-კომისია) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამეტითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
თავი II
მუხლი 2🔗.
კომისიის სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, გამგებლის თანაშემწე და ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თანამდებობის პირები მოწვევით.
3. კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
მუხლი 3🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს გამგეობაში ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება, რომელზედაც შესაძლოა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნას თანხა.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) გამგებლის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (‘საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ მიიღებს საკითხის განხილვაში.
6. კომისია:
ა) კომისიის სხდომაზე განიხილავს წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულეს, საფუძვლიანობას და მის შესაბამისობას კანონთან;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ან/და მის განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზების შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) იხილავს განცხადებაში მითითებულ საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
დ) იღებს გადაწყვეტილებას სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანი) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის არასაკმარისობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.
7. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
მუხლი 4🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა, საჭიროებისამებრ, გამგებლის მიერ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
2. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია, გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე კომისიის წევრი.
თავი III
სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი
მუხლი 5🔗.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნობრიობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალიწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად; კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; კატასტროფის, გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად; სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დასაფინანსებლად.
მუხლი 6🔗.
სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის (კომისიის თავმჯდომარის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის სხდომის ჩატარების შემდეგ, ან/და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგავი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.