ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2014
ძალის დაკარგვა 21.10.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/35
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8/35
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/58 დადგენილება და „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/56 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5.
სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭანტურიას ქუჩა №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ურბანული განვითარების განყოფილება;
ბ)
არქიტექტურის განყოფილება;
გ)
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ)დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე)დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ)მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას;
თ)მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი)მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ლ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, მის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს დადგენილებას და მითითებას
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ურბანული განვითარების განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
გ)წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე)მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ)სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის არქიტექტურული განყოფილების ფუნქციები
სამსახურის არქიტექტურული განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
ბ)მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
გ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებასთან ერთად არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
დ) სამშენებლო მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ე) მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ვ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები:
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობის, ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამების განთავსების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
2.
გარე რეკლამების განთავსებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;
3.
ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი;
4.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
5.
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;
6.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ამავე კოდექსის 552 მუხლით „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“, 1191 მუხლით „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“, 1461 მუხლის „დასუფთავების წესების დარღვევა“, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“, 150-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“, 1501 მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“, 151-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან და თვითნებური განადგურება“, 152-ე მუხლით „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშოების წარმოებისას“, 159-ე მუხლით „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“, 1591 მუხლით „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“, 1522 მუხლით „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ხოლო 135-ე მუხლით „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენა;
7.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მომზადება. სამსახურის უფროსს ხელმოსაწერად წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მითითებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადება;
8.
რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთასთან, დაკავშირებული შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენა;
9.
ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
10.
მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
11.
.სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობებენ ამ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შესახებ;
12.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და სამსახურის უფროსს წარუდგინოს სათანადო წინადადებები გამოვლენილი დარღვევა–ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველყოფისათვის;
13.
მოამზადოს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტების პროექტები;
14.
განსაზღვროს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
15.
აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე ვაჭრობის და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
16.
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები მისი კომპეტენციის ფარგლებში;
17.
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 7🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი ნაწილი
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.