⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/39
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 789 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2014 მიღება
01.10.2014 ძალაში შესვლა
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №8/39 2014 წლის 29 სექტემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის  №15/57 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა დანართი 1 ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და  საბუღალტრო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვებისა და საბუღალტრო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საბუღალტრო მომსახურებას, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. .სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც   მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 4. სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5. .სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) შესყიდვების განყოფილება; ბ) ბუღალტერია. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახურის  ფუნქციებია: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; გ) შესყიდვების პროცესში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; დ) საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ დადგენილი ფორმით წარმოდგენილი წლიური მოთხოვნების საფუძველზე, საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ე)  სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების მეთოდური ხელმძღვანელობა; ვ)  სახელმწიფო შესყიდვების მომზადებისა და განხორციელების პროცესში მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის წარმოება; თ) მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმის შედგენა და მერისთვის წარდგენა; ი) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ღირებულებების დაზუსტება, შესყიდვის ფორმის შერჩევა და შერჩეული ფორმის შესაბამისი, დოკუმენტაციის შედგენა (წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად); კ) სატენდერო კომისიის აპარატის, სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებისათვის წინადადებების მომზადება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის სამსახურის წარმომადგენელთაგან, სატენდერო კომისიის აპარატის წევრობის კანდიდატურების წარდგენა; აპარატის ფუნქციონირების საერთო კოორდინაცია; ლ) მის კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პირობების კონტროლი; მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა. არქივის წარმოება. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებების აქტების რეგისტრაცია; ნ) თვითმმართველობის ორგანოების, სამსახურების საბუღალტრო მომსახურება; ო) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკრებულოს, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილის,  სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და   მერისთვის წარდგენა. სამსახურის უფროსის კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; პ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ბუღალტერიის ფუნქციები ბუღალტერია წარმოადგენს სამსახურის განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ბ)ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) საკრებულოს და მუნიციპალური სამსახურების  სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ვ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას; ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას; გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას; დ) მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების შემუშავებას; ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას; ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას; ზ) მოქმედი კანონმდებლობით,  მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება სამსახურის მთელი ქონება შეადგენს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. მუხლი 7🔗. დასკვნითი ნაწილი სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.