ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.09.2014
ძალაში შესვლა 01.10.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/40
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.04.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8/40
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა
და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება, თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/59 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა
დანართი 1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა
და გენდერული თანასწორობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5.
სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი,წმინდა ნინოს ქუჩა №4.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
სპორტის განყოფილება;
ბ)
ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ბ)წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
გ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სპორტის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის სპორტის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ე)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ბ)ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ)გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლას და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
დ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი ნაწილი
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.