„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.600
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 17/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2006 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 აპრილის №75 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №51, მუხლი 528) დამტკიცებულ ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) ცხრილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

მიზანი

შედეგი

ღონისძიებები

2. ბავშვზე ზრუნვის საკითხებში არსებული საკანონმდებლო ბაზის გადასინჯვა და ადეკვატური ცვლილებებისა და ახალი ინიციატივების წარმოდგენა 2005 წლის ბოლომდე

 

2.1. შვილობილობისა და შვილად აყვანის კანონებში შეტანილია სათანადო ცვლილებები;

2.2. შემოთავაზებულია ბავშვთა სოციალური დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტი (შესაძლოა ბავშვთა კეთილდღეობის კოდექსის სახით).

2.3. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შემუშავება

● ოთხი დროებითი, მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომე ლი ც იმუშავებენ ისეთ საკითხებზე, როგრიც არის: შვილად აყვანა, შვილობილობა და ალტერნატიული ფორმები და ახალი სერვისები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა შეფასებისა და დაცვის მექანიზმები და სხვა;

●ბავშვზე ზრუნვის საკითხებში, არსებული საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებისა თუ ახალი ინიციატივების წარმოდგენა დაინტერესებული ორგანოების, არასამთავრობო სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის;

● ერთი დროებითი მიზნობრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იმუშავებს შემდეგ საკითხებზე: არსებული სტრუქტურების შეფასება და ახალი ტიპის სტრუქტურული მოდელი, ადგილობრივი ორგანოების ფუნქციები და მათი გადანაწილება, პოტენციური ბენეფიციარების სასარგებლოდ სახელმწიფო თუ ადგილობრივ დონეზე სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმი და სხვა;

● დამატებითი მიზნობრივი სამუშაო გუნდების ჩამოყალიბება საჭიროების მიხედვით (კვლევითი, საკონსულტაციო, სამივლინებო, მეთოდოლოგიური და ა. შ.).

 

ბ) ცხრილს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 

მიზანი

შედეგი

ღონისძიებები

7. ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულება

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზმების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება

● ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესრულების კონტროლის მარეგულირებელი მექანიზმების თაობაზე შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა 2007 წლის 1 სექტემბრამდე.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი