ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2014
ძალის დაკარგვა 11.12.2017
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 737 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2014 მიღება
11.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №59 2014 წლის 30 სექტემბერი ქ. ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14  ივლისის  ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” №22 დადგენილების  81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის  და 82-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა შესაბამისად, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის საბიუჯეტო სამსახურის დებულება  (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“    ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს   2014  წლის  15 ივლისის №39   დადგენილება  (სსმ, ვებგვერდი, 17/07/2014, 010260020.35.143.016268). მუხლი 3🔗 ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე დანართი №1 ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საბიუჯეტო  სამსახურის  დებულების დამტკიცების  შესახებ მუხლი 1🔗. საბიუჯეტო  სამსახური 1. გამგეობის  საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას,   ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.  2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან; 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის  დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი სოციალ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სხვა განვითარების დამტკიცებული გეგმების განსახორციელებლად; ვ) უზრუნველყოფს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ზ) ახორციელებს შემოსულობების პროგნოზირებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, აგრეთვე სხვა სამსახურებთან ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე; თ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილების პროექტს, ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მასალებს მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ი) ამზადებს ბრძანების პროექტს გამგებლის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ახდენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას, ამ მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს; კ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ლ)  წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; მ)  დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; ნ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ო) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; პ) ზედამხედველობს მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ჟ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; რ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ს) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ტ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; უ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ფ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან;   ქ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებებისათვის ამზადებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, წერილებს, მითითებებსა და ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს; ღ) ახორციელებს საჭირო ინფორმაციის შეკრებასა და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოთანაბრებითი და მიზნობრივი ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ყ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს – შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების და სხვა შემოსულობების გადასახადების წყაროების გამოყოფით და ხარჯების საერთო თანხას, საბიუჯეტო ასიგნების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილ ხაშურის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის დადგენილების პროექტს წარუდგენს გამგებელს შემდგომში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად; შ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აწარმოებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური და წლიური შესრულების ანალიზს, ამზადებს ინფორმაციას, მათ შორის, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის შესახებ; ჩ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციიდან მიღებულ წერილებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე ამზადებს დასკვნებსა და პასუხებს. ; ძ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის  დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.