საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 10.07.2018
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე | ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №60
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. ხაშური
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თანდართული წესი (დანართი N1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის თანდართული წესი და ფორმა (დანართი N2 და N3 ).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ხაშურის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.წინამდებარე წესი არეგულირებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია khashuri.org.ge.
2.ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. პეროსონალური, საიდუმლო და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებისას დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართელოს კანონებისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მოთხოვნები.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1.ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, საკრებულოში ამისათვის განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3.პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
1. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი/სახის ინფორმაციას:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურა, ფუნქციები, საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები, პრემიები და სამივლინებო ხარჯები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ბ) საკრებულოს და გამგეობის თნამდებობის პირთა ვინაობა, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მისი ორგანოების, მუნიციპალიტეტის გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა/გაცემის მარეგულირებელი აქტები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათალისწინებული ყოველწლიური ანგარიში-ქვეყნდება ყოველწლიურად;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა- ქვეყნდება ყოველწლიურად;
თ) საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა საქმიანობის ანგარიშები- განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ი) საკრებულოს ორგანოების მიერ შემუშავებული სამუშაო გეგმები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
კ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია (მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის და ხელშეკრულების ღირებულების)-ქვეყნდება კვარტალურად;
მ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ (გასხვისებული/გადაცემული ქონების მისამართი, გაფორმებული ხელშეკრულება)-ქვეყნდება კვარტალურად;
ნ) მუნიციპალიტეტის დამტკიცებული პირორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და სრული შესრულების ანგარიში-ანგარიშის წარდგენისთანავე;
პ)მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი ქონება, სატრანსპორტო საშუალებები, ფასიანი ქაღლდები, წილობრივი მონაცემები) ჩამონათალი- განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ჟ) დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში და დასკვნა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შემოწმების შესახებ- წარდგენიდან 5 დღის ვადაში;
რ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობების, კონკურსის ჩატარების წესის, საკონკურსო პირობების შესახებ, კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ს) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირების (სახელწოდება, ხელმძღვანელი პირები, ბიუჯეტი) შესახებ-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ტ) საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
უ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი მოსაკრებლები, ტარიფები ან/და საფასურები-განახლებადია ცვლილების შემთხვევაში;
ფ) ის იფნორმაცია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.
დანართი 2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის გაცემა
1.საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3.თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნას ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1.საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ,ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში,იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე Khashuri.org.ge ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 4🔗.
საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა)ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 5🔗.
ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელგანცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება აპარატს რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
2.ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საკრებულოს აპარატის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.
3.ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.
4.მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება კანცელარიაში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.
დანართი 3
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისთვის წარსადგენი განცხადები ფორმა
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე
და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს
/პირებს /
-------------------------------------------------
მოქ. -------------------------------------------
მცხ. ---------------------------------------------
ტელ/მობ: ------------------------------------
ორგანიზაციის დასახელება: ---------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:
1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით ---------------------- (ელფოსტის მისამართი).
2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.
3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე.
4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
პატივისცემით,
განმცხადებელი: /სახელი, გვარი/
თარიღი.