„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016160
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 30 სექტემბერი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს  ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან    სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებით (ვებგვერდი11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016148) დამტკიცებულ დანართში
1. პირველ მუხლს დაემატოს 3-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გეგმიური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით.

ა)  მოსარგებლე - მოქალაქე, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მინიჭებული ქულების რაოდენობა შეადგენს 0-100 000 ქულის ჩათვლით. მოსარგებლეს აუნაზღაურდება მის მიერ გადასახდელი თანხის 70%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
ბ)  წარსადგენი დოკუმენტები: 

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე).

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი.

ბ.გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი.

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ბ.ე) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

ბ.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

გ)  ანგარიშსწორება:

ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ საფუძველზე.

2. „მუხლი 5“ -ის დასათაურება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებულ უსახლკაროთათვის ყოველთვიური სოციალური დახმარების გაწევა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობთ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე