საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 997 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.02.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 13.04.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 19.02.2018 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.07.2018 ახალგორის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 03.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №44 2014 წლის 30 სექტემბერი ქ. წალენჯიხა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1–ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი დანართი №2–ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის განცხადების ნიმუში დანართი №3–ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის  განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას  ვებგვერდზე  პროაქტიულად  განთავსების  მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის მისამართია: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას. 3. წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ვებგვერდის მისამართია: მუხლი 3🔗. ინფორმაციის გამოყენება 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო  უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗.  ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი – მუნიციპალიტეტის საკრებულოში საორგანიზაციო განყოფილება და მუნიციპალიტეტის გამგეობაში საორგანიზაცო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  გამგეობის ვებგვერდების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის  უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება  PDF  ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ინფორმაციის  ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს  აწვდიან  შემდეგი  სახის  ინფორმაციას: ა) ადმინისტრაციული  ორგანოს  სტრუქტურა  და  ფუნქციების აღწერა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი); გ) ადმინისტრაციული  ორგანოს  საქმიანობის  შესახებ  ანგარიში; დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილის (მოადგილეების), სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურულ ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; ვ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; ზ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმა; თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინება ხდება  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. დანართი №2                       საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ განცხადებაში მითითებული  საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმის  მიხედვით. 3. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი მიწოდება დადგენილი სხვა ფორმების მიხედვით და შესაბამისად გადაახდევინოს მოსაკრებელი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მოთხოვნის თაობაზე წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. აღნიშნული განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა დარეგისტრირდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში (კანცელარიაში) ან/ და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე:  განცხადება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3), თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა დარეგისტრირდეს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში (კანცელარიაში)  ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა  ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე - განცხადებასთან თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3),დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით და გადაეცეს  საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ  პირს/პირებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება: ა) ინფორმაციის მომთხოვი პირის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მის მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;  ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;  გ) პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.  2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოსული ელ. განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიას  რეგისტრაციისათვის და შემდგომში დაევალება საჯარო  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი   ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი №3 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს               _______________________________________________                                                                                                                   (იურიდიული პირის დასახელება)     _______________________________________________   (იურიდიული პირის წარმომადგენლის სახელი, გვარი)                                                      _______________________________________________    (მოქალაქის სახელი, გვარი)                                                                              _______________________________________________                                                                                                                                                                   (მისამართი)                                                                                                                                        _______________________________________________ (ტელ/მობ ნომერი) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა        გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ _________________________________________________________________________________     (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით.                                                                                                            ასევე გთხოვთ:                                                                                                                                                     1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ელ.ფოსტის ----------------------------- მისამართზე;         2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით;                                                           3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ წარმოდგენილ მეხსიერების  ბარათზე/კომპაქტურ-დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ გადავიხადოთ თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობით.  (შენიშვნა: მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა) დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ___________________________ თარიღი: ___. ___. _______ წ.