ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2014
ძალის დაკარგვა 29.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8/43
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ხარჩილავა | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.12.2014
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.08.2016
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8/43
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ.“ ქვეპუნქტის , აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება, თანახმად დანართი №1-ისა
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №1/26 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 4 ოქტომბერს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა
დანართი №1
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1.
საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2.
აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3.
საკრებულოს აპარატი არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.
4.
აპარატის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი ფოთი დავით აღმაშენებლის ქ. №12.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.
საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2.
საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს აპარატის ძირითადი ფუნქციები
1.
ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
2.
მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
3.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
4.
ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
5.
უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
6.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
7.
ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს,საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
თავი II
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციები
მუხლი 4🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი.
მუხლი 5🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები
აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საორგანიზაციო და საოქმო განყოფილება;
ბ) იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილება.
თავი III
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული
ქვედანაყოფის ფუნქციები
მუხლი 6🔗.
საორგანიზაციო და საოქმო განყოფილება
1.
ახორციელებს საკრებულოსა და ბიუროს სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
2.
ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას.
3.
ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
4.
ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
5.
უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
6.
საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
7.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საოქმო განყოფილების უფლება-მოვალეობაა, შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის.
8.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოქმები ინახება საორგანიზაციო და საოქმო განყოფილებაში.
9.
განყოფილება აწარმოებს ქალაქის ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საარქივო მომსახურეობას.
10.
ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმებს.
11.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, ინახება საორგანიზაციო და საოქმო განყოფილებაში.
მუხლი 7🔗.
იურიდიული და საქმისწარმოების განყოფილება
1.
ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
2.
ახორციელებს საკრებულოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას;
3.
უზრუნველყოფს საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას;
4.
უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის მომზადებას;
5.
საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს;
6.
წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარგაცემული მინდობილობის შესაბამისად. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესები სასამართლოში შეიძლება დაიცვას აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებმა, ასევე მინდობილობის საფუძველზე.
7.
ახორციელებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულში დოკუმენტებზე მუშაობის უზრუნველყოფას;
8.
ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
9.
აწარმოებს შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსული კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს შესაბამის კორესპონდენციებს;
10.
ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;
11.
ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირის საქმისწარმოებას;
12.
უზრუნველყოფს დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას;
13.
უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა და შენახვას;
14.
უზრუნველყოფს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ვებგვერდს” შესაბამისი ინფორმაციებითა და სამართლებრივი აქტებით;
15.
ახორციელებს საკრებულოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფას.
16.
ფოსტით, ელექტრონული ფოსტით მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია აპარატში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ადრესატს, რაც ფიქსირდება აპარატის კომპიუტერში.
მუხლი 8🔗.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1.
აპარატის შემადგენლობაში არიან უფროსი საჯარო თანამდებობის პირები-საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები - იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის, სოციალური, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
თავი IV
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 9🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა)
უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ)
შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ)
საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე)
ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ვ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;
ზ)
ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარესთან აგრეთვე სხვა შესაბამის დოკუმენტებს;
თ)
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმირებას.
3.
აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4.
აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5.
აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
6.
აპარატის უფროსი წყვეტს საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრებისათვის, აპარატის თანამშრომლებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 10🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა)
ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ)
უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.
3.
სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4.
სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი მოხელე.
თავი V
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 11🔗.
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
3.
კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით.
მუხლი 12🔗.
მუნიციპალიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
მუხლი 13🔗.
მუნიციპალიტეტის აპარატის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები
1.
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
2.
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
3.
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
4.
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
5.
დადგენილი წესით ისარგებლონ ტექნიკური საშუალებებით;
6.
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 14🔗.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების ვალდებულებები
1.
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
2.
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
3.
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
4.
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
5.
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონებას.