⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.04.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.09.2014
ძალის დაკარგვა 03.04.2015
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.104.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 777 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2014 მიღება
03.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 2014 წლის 30 სექტემბერი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, მისი გადახდის ინსტრუქციისა და მოსაკრებლის გადახდის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-3 და 12​1 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. .წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0,30 ლარის ოდენობით. 2. დამტკიცდეს: ა) მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია /დანართი №1/; ბ) დაწესებულებების, ორგანიზაციების და იურიდიული პირებისათვის დაკავებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დანართი №2-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №22 დადგენილება (სსმ, 38, 15/10/2010, სარეგისტრაციო კოდი:210070000.35.104.016011). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასახლებულის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის ინსტრუქცია    წინამდებარე ინსტრუქცია  შემუშავებულია „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში –ინსტრუქცია) აწესრიგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდევინებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ნარჩენების წარმომქმნელი ორგანიზაცია, დაწესებულება, იურიდიული პირი 3 თვის განმავლობაში არ იხდის დასუფთავების მოსაკრებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის არსებობის შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წერილობითი შეტყობინება  ეგზავნება შესაბამის ორგანიზაციას, დაწესებულებას, იურიდიულ პირს  და ეძლევა არაუმეტეს 15 დღისა აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი ორგანიზაციიდან, დაწესებულებიდან, იურიდიული პირიდან დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გამგეობა წყვეტს ხელშეკრულებას ცალმხრივად. 6. დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა და გადახდის ვადების  დარღვევა დამრღვევს ჩაეთვლება დადებული ხელშეკრულების და  დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით  გათვალისწინებული სანქციები. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით; მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებეშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 4. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის ოჯახის სულადობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 5. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა , რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ. სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელის შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისი გადახდისაგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურეობის ერთი თვის განმავლობაში მიღების შემდეგ. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის– მომსახურეობის მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებისთანავე. 3. ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენის წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთი თვეზე მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის ვადაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გამგეობის შესაბამის სამსახურს. მუხლი 7🔗. ინსტრუქციის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა 1. მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ინსტრუქციაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.