,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.164.016138
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2014 წლის 1 ოქტომბერი

ქ. ყვარელი

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №18 (www.matsne.gov.ge 08.04.2014 წ. 010250020.35.164.016120) დადგენილებით დამტკიცებულ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში.
1.
გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ე.კ“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე. კ.“ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის გამგებლის წარმომადგენელი.“

2.
გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,61”. საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი:

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ  ცნობების ფორმას ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. ცნობა დამოწმებული იქნება ბეჭდით.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები."

ყვარლის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის დებულების მე-14 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 14.  გამგებლის წარმომადგენელი

გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის  წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

გამგებლის წარმომადგენელი:

ა) გამგებელს წარუნდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) გამგებლის დავალებით  ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი (ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებით), შტამპი და ბლანკი“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი