⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.01.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2014
ძალის დაკარგვა 17.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016042
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,312 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2014 მიღება
17.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 2014 წლის 2 ოქტომბერი ქ. ახალციხე ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №11 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე დანართი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური (ტექსტში – შემდგომ სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული,  რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის მიზნების მიღწევისას საბიუჯეტო სახსრების და რესურსების კანონიერად, გამჭირვალედ, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას. ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და პრევენციას, ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილ, ამომწურავ და სანდო ანგარიშგებას. მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა დისციპლინის  დაცვის კონტროლს. სამსახური საქმიანობას წარმართავს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“(ტექსტში შემდგომ – ,, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი “) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, ,,შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ (ტექსტში შემდგომ – ,,შიდა აუდიტის სტანდარტები’’) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015  განკარგულების, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ სამსახურის დებულებისა და  სხვა სამართლებრივი აქტების  შესაბამისად. შიდა აუდიტის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“ და ,,ქალაქ  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულების დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N2 დადგენილების  მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით.  სამსახურს აქვს მრგვალი ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. შიდა აუდიტის სამსახურის საშტატო ნუსხა  განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. შიდა აუდიტის სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო,ახალციხე 0800, შალვა ახალციხელის №2. მუხლი 2🔗. სამსახურის  ძირითადი პრინციპები შიდა აუდიტის საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და  შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:  ა) დამოუკიდებლობა; ბ) კეთილსინდისიერება; გ) ობიექტურობა; დ) პროფესიონალიზმი; ე) კონფიდენციალურობა; ვ) კანონიერება; ზ) გამჭვირვალობა. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები  თავისი კომპეტენციის ფარგლებში :  ა) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი/კონტროლის განხორციელება; გ)  ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; დ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით  რეკომენდაციების შემუშავება; ე)   მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება, ვ)  ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ზ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი   რისკ-ფაქტორების  გამოვლენა და ანალიზი; თ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინის, სამსახურებრივ გადაცდომათა და მართლსაწინააღმდეგო ფაქტების ჩადენის გამოვლენა. ამ ფაქტების გამომწვევი მიზეზების  შესწავლა და მათი  აღმოფხვრის    მიზნით რეკომენდაციების შემუშავება ; ი) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურეობრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; კ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების  მონიტორინგი; ლ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან  და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. მუხლი 4🔗. სამსახურის   ძირითადი  უფლებამოსილებები  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში  უფლებამოსილია: ა) შიდა აუდიტორული შემოწმების  განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი ; ბ) ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა) ; გ)  მოითხოვოს დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო ენაზე, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; დ) დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტეციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში. მუხლი 5🔗. სამსახურის  ვალდებულებები                 1.     სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას შიდა აუდიტის სამსახურის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა   აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები,  შიდა აუდიტის   მეთოდოლოგია;  ბ) ჩაატაროს მერიის სტრუქტურულ ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირების ფინანსური საქმიანობის შემოწმება აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამტკიცებული გეგმით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) შიდა აუდიტის  დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა; დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურეობრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან   ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; ე) მერის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხევებისა. ვ)  აუდიტორული ანგარიშის პროექტი შუალედური სახით გაუგზავნოს შიდა აუდიტის   ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც   აისახება  საბოლოო  ანგარიშში, ვ.ა )  საბოლოო  აუდიტორული ანგარიში და რეკომენდაციების შესრულების გეგმა  წარუდგინოს მერს; ვ.ბ) მერთან შეთანხმებით შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს სათანადო ორგანოებს; ზ) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მერს,  აგრეთვე ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო   წლის  იანვრის  ბოლომდე; თ) განახორციელოს  ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“  საქართველოს კანონის,  ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“,  ,,შიდა აუდიტის სტანდარტების’’, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, ამ სამსახურის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების  შესაბამისად განსაზღვრული   სხვა მოვალეობები. მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან   ათავისუფლებს   ქალაქ   ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.    სამსახურის უფროსი: ა)   ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან,  იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; გ)  ამ  დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა  წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და  დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ე) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები  ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ)  შეიმუშავებს  და მერს  დასამტკიცებლად წარუდგენს  შიდა აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ და  წლიურ    გეგმებს. ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს,  რომლებიც ეგზავნება   ჰარმონიზაციის   ცენტრს; ზ) შეაქვს დასაბუთებული წინადადებები მერთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე  და აუცილებლობის  შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; თ)  წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს, პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე; ი) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ( სამუშაოთა აღწერილობით ) ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის  უქმნის აუცილებელ  პირობებს; კ) ახორციელებს ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის“,საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ლ) თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახესა და სხვ.; მ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს სამსახურის უფროსის წარდგინებით და მერის დავალებით  განახორციელებს  სამსახურის მთავარი სპეციალისტი. სამსახურის მოხელე: ა) სამსახურის თანამშრომელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ბ) მოხელე ვალდებულია დროულად და ზუსტად განახორციელოს  შიდა აუდიტი და დაიცვას „საჯარო სამსახურის  შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით , ,,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსით“, ,,შიდა აუდიტის სტანდარტების’’ ,, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის’’ ; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესები; გ) აუდიტის ობიექტს გააცნოს აუდიტის სახეობა, მიზანი, პერიოდი და მხარეთა უფლება-მოვალეობანი; დ) აუდიტის  ჩატარებისას არ ჩაერთოს აუდიტის ობიექტის მიმდინარე საქმიანობაში; ე) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ  ქონებას. მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება და  დაფინანსების წყაროები სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს   ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. შიდა აუდიტის სამსახურის დაფინასების ძირითადი წყაროა ქ. ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  გამოყოფილი  საბიუჯეტო სახსრები. მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანა, სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.