საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №108
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.025.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 513 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 03.06.2022 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ცალკეული პროფესიული საჯარო მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 06.11.2017 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 25.03.2025 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურუდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 09.06.2016 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშემწის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 31.01.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №108 2014 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,    ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე დანართი №1 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  (იურისტი) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხო­ვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გენინსპექციის ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდი­ლება; გ)  სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის  ცოდნა კარგად; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,  „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესა­ხებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის  №1013 განკარგულების,  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებისა და   „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების ცოდნა. დანართი №2 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის   მთავარი სპეციალისტის (ენერგეტიკოსი) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ენერგეტიკოსი)  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხო­ვნებს: ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის სფეროში. ბ) გენინსპექციის ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდი­ლება; გ)  სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის  ცოდნა კარგად; დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესა­ხებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის  №1013 განკარგულების,  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებისა და   „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების ცოდნა.