⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.01.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.10.2014
ძალაში შესვლა 03.11.2014
ძალის დაკარგვა 04.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №142
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,835 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.10.2014 მიღება
03.11.2014 ძალაში შესვლა
04.01.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №142 2014 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული  და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. დეპარტამენტი არის  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი  თავის  საქმიანობას წარმართავს  საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა  საკანონმდებლო    აქტების,  საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)  სამართლებრივი  აქტების  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  თავი II დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:  ა) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება;  გ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის  შესრულების  უზრუნველყოფაში მონაწილეობა;  დ) რადიაციული  უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებზე საქართველოს  პასუხისმგებლობის  უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ანალოგიური პროფილის სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებსა და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის ინსტიტუციის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული პროექტების განხორციელების კოორდინაცია და  ხელშეწყობა;  თ) ბირთვული და რადიაციული უასფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების კონტროლის განხორციელება; ი) რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების, ავტორიზაციის და პროფესიული დოზების  უწყებრივი  რეესტრის  შექმნა  და  მისი  წარმოება; კ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია, ბირთვული და რადიაციული  საქმიანობის  ლიცენზიებისა  ან/და  ნებართვების  გაცემის (გაცემაზე უარის თქმის შესახებ ) შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება; ლ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ საქმიანობის რეგულირებიდან  ამოღების  თაობაზე  დასკვნების მომზადება;  მ) ბირთვული  და  რადიაციული  საქმიანობის უსაფრთხოებაზე  კონტროლის განხორციელება   კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით და ინსპექტირების წესით; ნ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ო) მაღალი რადიაციული რისკის  მქონე  ობიექტის  პროექტის  ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება;  პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ბირთვული  და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;  ჟ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის  მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი მათ განხორციელებაზე; რ) ფართომასშტაბიანი რადიაციული ავარიების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიისთვის ან/და კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრისთვის წარსადგენი შესაბამისი რეკომენდაციების  მომზადება; ს) ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის,  ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება; ტ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების ანალიზი; უ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობა; ქ) ბირთვული და რადიაციული თვალსაზრისით სახიფათო ან პოტენციურად სახიფათო მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად ადეკვატური ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა (რეაგირება); ღ) ბირთვული  და  რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩართული სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების  საქმიანობების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ყ) ლიცენზიანტის გაკოტრების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომპეტენტური  ორგანიზაციის განსაზღვრა დეზაქტივაციის სამუშაოთა ჩატარებისათვის ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის მიზნით (დეკომისიისათვის), კომპეტენციის ფარგლებში;  შ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება;   ჩ) ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;   ც) საზოგადოებისათვის  წარსადგენი ინფორმაციის მომზადება რადიაციული მდგომარეობის იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც არ არის სახელმწიფო ან/და კომერციული საიდუმლოება;  ძ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის   ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება;   წ) სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; ჭ) კომპეტენციის ფარგლებში,  გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების  განხორციელების  და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ   ინფორმაციის,  ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება;   ხ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით; ბ) დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან  უსაფრთხო  მოპყრობისადმი;  გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა უკანონო საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად; დ) უზრუნველყოს რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება.  თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები მუხლი 5🔗 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.  მუხლი 6🔗 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე  დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;  ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;  ვ) ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობებს;  ზ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს  წარუდგენს ანგარიშს  დეპარტამენტის  მიერ გაწეული  საქმიანობის  შესახებ;  თ) ორგანიზებას უწევს დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;  კ) შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;  ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;  ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.   2. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 7🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. 2.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ბ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 8🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:  ა) ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველო;  ბ) ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველო.  მუხლი 9🔗 ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციებისა და პროფესიული დოზების, დეპარტამენტის თანამშრომლების პერსონალური დოზების უწყებრივი რეესტრის, ავტორიზაციის და ინსპექტირების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ლიცენზირების და ამ სფეროში ნებართვების გაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;  დ) ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება; ე) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებასთან  დაკავშირებით დასკვნის მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗 1. ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, გარემოს მდგომარეობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ბირთვული მასალების და რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი, ამ მიზნით ინსპექტირების განხორციელება; გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის ან/და ლიცენზიის პირობების, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება; დ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე, მათ დროებით ან საბოლოო განთავსებაზე კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) დაგეგმილი და არსებული დასხივების, მათ შორის რადიოაქტიური ნარჩენებით განპირობებული დასხივების სიტუაციებში ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასება; ვ) უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის  მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი; თ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება  ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად; ი) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობა; კ) ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზი მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით; ლ) ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან  მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს  მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიური შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ნ) დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირება და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგი, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმება; პ) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; რ) არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე და მასალებზე მარეგულირებელი კონტროლის განხორციელება დადგენილი წესით; ს) კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის,  ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს  შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:  ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;  გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის,  დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებს; ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.  4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის,  დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.  თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 12🔗 1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა  და საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 13🔗 დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.