განჩინება შპს „ბმპ-ჯორჯია“-ს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5003-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/5003-11

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის

მოწვევის თაობაზე

 

2014 წლის  23 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართელ ბესიკ სისვაძე

 

   

 სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ბმპ-ჯორჯია“-ს (ს/კ 211393428) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმესთან დაკავშირებით კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს „ბმპ-ჯორჯია“-ს მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმე. 2011 წლის 21 სექტემბრის კრედიტორთა პირველ კრებაზე მეურვე დავით ნადიბაიძემ ითხოვა დამატებითი დრო მოვალის ქონების ფინასური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენისთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დავით ნადიბაიძეს ისე შეუწყდა მეურვის უფლებამოსილება, რომ არ მოუმართავს სასამართლოსათვის. ასეთი ინფორმაცია დღემდე არ აქვს წარმოდგენილი მოქმედ მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი კრედიტორთა კრების ფარგლებში ჩატარებული სხდომის შემდეგ სასამართლოს დამატებით წარედგინა კრედიტორთა განცხადებები მოთხოვნების აღიარების თაობაზე. ასევე არაა მიღებული გადაწყვეტილება გაკოტრების მმართველის არჩევის საკითხთან მიმართებით. აღნიშული ვითარების და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესთა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის მოწვევის საფუძველი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.შპს „ბმპ-ჯორჯია“-ს (ს/კ211393428 კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა)მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების მოსმენა და ანალიზი (განხილვა);

ბ) დამატებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

გ) გაკოტრების მმართველის არჩევა;

2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 8 ოქტომბერი. სხდომა ჩატარდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1100 (თერთმეტი) საათზე.

3. ამ განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                          /ბესიკ სისვაძე/