ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 08.02.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.117.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები |
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | ზონების დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების, 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, გადასახადის გამოანგარიშების გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი
მუხლი 1🔗.
ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ამასთანავე აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით. ამ მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
მუხლი 2🔗.
ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადი ფიზიკური პირებისათვის
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05 %-ით;
ბ) 100 000 (ასი ათასი) ლარის ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ით.
დანართი №2
ქონების გადასახადის განაკვეთები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი სახით:
N
ზონების დასახელება
ტერიტორიული კოეფიციენტი
საბაზისო განაკვეთი 1მ2–ზე (ლარებში)
წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2–ზე (ლარებში)
(3X4)
1
2
3
4
5
1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები
0,25
0,24
0,06