საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვა) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.10.2014
ძალის დაკარგვა 03.06.2016
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვა) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2014 წლის 3 ოქტომბერი
ქ. სიღნაღი
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი
დანართი
საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სტიქიის (გვალვის) შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძვლის, ცნობის (განკარგულების) გაცემის წესი
ეს წესი ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტიქიის(გვალვის) შედეგად მიწაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შემთხვევაზე .
მუხლი 1🔗
საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად განისაზღვროს საკრებულოს გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნა, შემდეგი დართული მასალებით:
1.
სამუშაო ჯგუფის მიერ კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი ( ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა).
2.
მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი :
ა)
ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობა გვალვიანობის შესახებ;
ბ)
მიწის ნაყოფიერების დამადასტურებული დოკუმენტი (დასკვნა ნიადაგის გამოკვლევაზე, გაცემული ლაბორატორიის მიერ, ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება);
გ)
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
3.
მოსავლის განადგურების პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით ინფორმაცია ჩატარებული საკონტროლო ჭრის შესახებ.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის ვადად განისაზღვროს 20 კალენდარული დღე.