ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 19.08.2015
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.117.016217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 639 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2014 მიღება
19.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების, „საჯარო სამსახურის  შესახებ“   საქართველოს   კანონის  მე-19  მუხლის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს "ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები" (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Exel) და Internet Explores - ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) საკრებულოს რეგლამენტი; დ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება; ე) პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, კოლეგიურობა. 2. ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის  ყველა საჯარო მოსამსახურისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის: ა) საქართველოს კონსტიტუცია: ა.ა)  საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა; ა.ბ) სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობა; ა.გ) საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; ა.დ) საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; ა.ე) საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები; ა.ვ) სასამართლო ხელისუფლების სისტემა; ა.ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი; ა.თ) სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი; ა.ი) სახელმწიფოს თავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს   სტატუსი; ა.კ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; ა.ლ) საქართველოს მოქალაქეობა. ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“: ბ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია; ბ.ბ)ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო; ბ.გ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა; ბ.დ)შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურები და ხელისუფლების ადგილობრივ  ორგანოთა ამოცანების წყარო; ბ.ე) ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები; ბ.ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა; ბ.ზ) ადგილობრივითვი თმმართველობის ფინანსური სახსრები; ბ.თ) ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე; ბ.ი) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა. გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; გ.ბ) თვითმმართველი ერთეული; გ.გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზება; გ.დ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება; გ.ე)  მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; გ.ვ)  მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები; გ.ზ) თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემა; გ.თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; გ.ი) მუნიციპალიტეტის ქონება; გ.კ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა; გ.ლ) მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტი; გ.მ)  პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა; გ.ნ) სამხარეო საკონსულტაციო საბჭო; გ.ო) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ.ა) საჯარო სამსახურის ცნება და სახეები; დ.ბ) საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები; დ.გ) საჯარო სამსახურში მიღება და სამსახურიდან გათავისუფლება; დ.დ) საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები; დ.ე) საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება და მოხელის საკლასო ჩინი; დ.ვ) დაწესებულების შინაგანაწესი; დ.ზ) საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები; დ.თ) დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის ზომები; დ.ი)  სამოხელეო დავების გადაწყვეტის წესი; დ.კ) საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: ე.ა) ადმინისტრაციული წარმოების სახეები; ე.ბ)  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავი - ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებანი, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ე.გ) ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში; ე.დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ე.ე)  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები; ე.ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა; ე.ზ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები; ე.თ)  საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები; ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია; ე.ი)  საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია. ვ) უნარ-ჩვევები. მუხლი 2🔗  გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსს, თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება შესაბამისი კვალიფიკაციის უმაღლესი განათლება და არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 3🔗 საკრებულოს აპარატის უფროსს, თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება უმაღლესი განათლება და არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 4🔗 ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელს თანამდებობის დასაკავებლად,  გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება არანაკლებ სრული საშუალო განათლება. სასურველია უმაღლესი განათლება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. მუხლი 5🔗 მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სასურველია უმაღლესი განათლება და მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება. მუხლი 6🔗 წამყვანი სპეციალისტის,  უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, მოეთხოვება არანაკლებ სრული საშუალო განათლება.