1. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც:

ა) ქმედუნარიანია - არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი შეზღუდულ ქმედუნარიან პირად ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ;

ბ) ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;

გ) მიაღწია 18 წლის ასაკს;

დ) აქვს საშუალო განათლება მაინც.

2. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვთ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მათ მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავა