1. კომისიის მიზანია დასაკავებელ თანამდებობაზე წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის და მოხელის შესაბამისობის შეფასება.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) ჩაატაროს კონკურსი ან ატესტაცია ამ დებულებით დადგენილი წესით;

ბ) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი  პროცედურის წარმართვა;

გ) კონკურსის შედეგების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარსადგენი კანდიდატის  წარდგენა ან წარდგენაზე უარის თქმა;

დ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის/ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა