📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2014
ძალის დაკარგვა 06.11.2015
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.155.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,299 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2014 მიღება
06.11.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 6 ოქტომბერი ქ. წალკა წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის  მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 10 მაისის №8 დადგენილება  (ვებგვერდი, 16/05/2013 წ.,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.155.016105) „წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ”. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი  წალკის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა   ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეებია: 1. ფულადი სოციალური დახმარება;      2. არაფულადი სოციალური დახმარება; მუხლი 2🔗. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეებია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება; გ) 2008 წელს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ ოჯახების სოციალური დახმარება; დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახებზე  დახმარება; ვ) სტიქიური მოვლენების შედეგად ან/და უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი  დახმარება; ზ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; თ) მარჩენალ დაკარგული ოჯახების დახმარება; ი) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; კ) ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება; ლ) სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა.  2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ხდება ერთჯერადად.  მუხლი 3🔗. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები წალკის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: 1.  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გაჭირვებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით ან/და სამედიცინო პოლისით. 2. სოციალურად დაუცველთა ოჯახის წევრების გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც სრულად არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით. თავი II ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 4🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ; გ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ბავშვის და მისი მეურვის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი; მუხლი 5🔗. მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებისა  და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული   მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი დახმარება მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებისა და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 6🔗. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით  გადაადგილებული ოჯახების  დახმარება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის სოციალური  დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს  600 ლარისა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 7🔗. ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა  დახმარება ხანდაზმული (100 წლის და მეტი) მოქალაქეებზე  სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარსადგენი  დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ)  საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 8🔗. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთაც აქვთ 57000-დან 80000-მდე სარეიტინგო ქულა) დახმარება გაეწევა ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. დახმარება პირველ რიგში გაეწევათ ბენეფიციარებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები, მარტოხელა პენსიონერები, შრომისუნარმოკლებული და უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები. მუხლი 9🔗. სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება სტიქიური მოვლენების ან/და ხანძრის შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში დარჩენილი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 1000 ლარისა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) გამგეობის შესაბამისი სამსახურის ან კომისიის დასკვნა საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის შესახებ; ე) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  ( ხანძრის შემთხვევაში); ვ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მუხლი 10🔗. მრავალშვილიანი ოჯახების   დახმარება  მრავალშვილიან დედებს, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილები 18  წლამდე ასაკის, დახმარება გაიცემა ერთჯერადად –  100 ლარის ოდენობით.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა)  წერილობითი განცხადება; ბ)  მშობლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 11🔗. მარჩენალდაკარგული ოჯახების სოციალური დახმარება მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე სოციალური დახმარება გაიცემა ერთჯერადად – 100 ლარის ოდენობით.  წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ოჯახის შემადგენლობის მითითებით; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 12🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება  სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა : ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრისა ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი პირების  დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; გ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის  ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. დ) წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა პენსიონერებისა და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებისათვის გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით; წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:             ა) წერილობითი განცხადება;             ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;             გ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან;             დ) გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი;             ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. თუ გარდაცვლილს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ამ შემთხვევაში საჭიროა     შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის  მოხსენებითი ბარათი გარდაცვლილი  პირის დაკრძალვის ხარჯების შესახებ.  მუხლი 13🔗. ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება ობოლ ბავშვთა სახლებისა და თავშესაფრებისათვის ფულადი დახმარება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება, სადაც მითითებული იქნება ფულადი დახმარების მიზნობრიობა; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 14🔗. სადღესასწაულო ფულადი საჩუქრის გაცემა გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებისა, დამატებით ფულადი საჩუქარი გაიცემა დღესასწაულებთან დაკავშირებით შემდეგ კატეგორიებზე: 1.  9 მაისს – მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებზე –  100 ლარის ოდენობით. 2.  26 მაისს -  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე და  დაღუპულთა ოჯახის წევრებზე – 100 ლარის ოდენობით. 3.  საახალწლოდ – მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებზე, ხანდაზმულ პენსიონერებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, 1-ჯგუფის ინვალიდებზე, მრავალშვილიან დედებზე (4 და მეტი შვილები 18 წლამდე ასაკის) – 100 ლარის ოდენობით. თავი III არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 15🔗. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით 1. წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების, აგრეთვე აფხაზეთიდან და  2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით    გადაადგილებულ ოჯახების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით განისაზღვროს: ა) 700 ლარამდე – 100 %-ით; ბ) 2000 ლარამდე – 50 %-ით; გ) 2000 -ზე ზევით – 1300 ლარით; 2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრთა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომელიც სრულად არ არის გათვალისწინებული სადაზღვევო პაკეტით, პაკეტს ზემოთ სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 3. დახმარების მისაღებად სოციალური დახმარების გამცემ კომისიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა №100 და ანგარიშფაქტურა (კალკულაცია); დ) ცნობა ადმინისტრაციული ერთეულიდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) ცნობა სოციალური მომსახურების  სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. მუხლი 16🔗.      დახმარების გაცემის წესი  სოციალური დახმარებები გაიცემა, სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის  შესაბამისად.