წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2014
ძალის დაკარგვა 06.11.2015
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | საკრებულოს წევრი |
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობის დასახელება |
| საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის | ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.11.2015
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 09.11.2012
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2014 წლის 6 ოქტომბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს (დანართის შესაბამისად) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირების) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ანაზღაურების ოდენობა, ხოლო საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის – ანაზღაურების ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრისთვის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა, ამ დადგენილების დანართში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), ყოველი თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა, საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ ინფორმაციას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის კონკრეტული დავალების (დავალებების) შესრულებისთვის გაწეული დანახარჯის ოდენობა, წინა თვეში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის დღემდე;
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს განკარგულების პროექტი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 ნოემბრის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 13/11/2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.155.016095) „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ანაზღაურების ოდენობა
№
თანამდებობის დასახელება
ანაზღაურების ოდენობა (ლარი)
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი)
საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის
ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის
საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
1
საკრებულოს წევრი
200
100
200