წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.10.2014
ძალის დაკარგვა 13.03.2018
გამომცემი ორგანო წალკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.155.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი | წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №32 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.03.2018
დოკუმენტის ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 6 ოქტომბერი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული „კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 15 ივლისის საქართველოს მთავრობის №449 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი
დანართი
წალკის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ბ) პრემია – წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
გ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
დ) ზემდგომი თანამდებობის პირი – წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
პრემია გაიცემა წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
პრემიის მიზნებია, წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით წალკის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
წალკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებს.
თანამდებობის პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას გამგეობის თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთათვის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გამგებელი, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსი" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია წალკის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.