საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1741
2014 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის – „სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება“ (პროგრამული კოდი – 37 01 06) გამოყოფილი ასიგნებებიდან 692 230 (ექვსას ოთხმოცდათორმეტი ათას ორას ოცდაათი) ლარის ფარგლებში, ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის – „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ (პროგრამული კოდი – 37 02)გამოყოფილი ასიგნებებიდან 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ფარგლებში, ფიტო-სანიტარიული კონტროლის ლაბორატორიის შენობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი