საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ველურ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 30.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1781
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017775
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.09.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლების მინიჭების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ველურ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
strong {}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1781
2014 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ველურ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის – მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეების - შავი ღვიას (Juniperus foetidissima Willd.) 71 (სამოცდათერთმეტი) ინდივიდი და მცირენაყოფიანი ბალამწარას (
Cerasus microcarpa C.A. Meyer) – 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) ინდივიდი.
2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (ჭრის) დაგეგმილი ვადების შესახებ წინასწარ აცნობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი);
ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
გ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების დეტალური პაკეტი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი