შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 30.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1791
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017785
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2014
matsne.gov.ge 103 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 100% 15.03.2016 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 19.10.2017 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 02.11.2017 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 19.10.2017 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 30.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №1791 2014 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე   „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, აზიის განვითარების ბანკის ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მესტიის სასმელი წყლის და ანაკლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის პროექტირების, მიწოდებისა და მშენებლობის ხელშეკრულების (UWSCG/USIIP/ICB/CW/REG-02) პირობებიდან გამომდინარე, აკრედიტივის გახსნასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პრემიერ-მინისტრი                                                                          ი. ღარიბაშვილი