„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2508
სარეგისტრაციო კოდი
230.000.000.05.001.002.115
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 56, 28/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.98, გვ. 227) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ფიზიკური პირის მიერ ერთი დღე-ღამის განმავლობაში:

ლ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 06, 07, 08, 19 ჯგუფებისა და 0401–0406, 1601, 1702–1704, 2101–2102 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 200 ლარამდე ღირებულების, მაგრამ ჯამური წონით არა უმეტეს  5 კგ. კვების პროდუქტების იმპორტი;

ლ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ლ.გ) ორი ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის და 200 ღერი სიგარეტის იმპორტი (გარდა 18 წლამდე ასაკის პირის მიერ იმპორტირებულისა);

ლ.დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ, საქართველოში შემოსული პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 250 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ლ.ე) საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლისას ფიზიკური პირის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი.“.

2. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2007 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნაწარმის (ნედლეულის გარდა) იმპორტი საბაჟო გადასახადით არ იბეგრება. თამბაქოს ნაწარმისათვის ნედლეული („ტრაპზონის“ ჯიშის თამბაქოს გარდა) 2006 წლის 31 დეკემბრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის იმპორტი 2007 წლის 1 იანვრამდე საბაჟო გადასახადით არ იბეგრება.“;

გ) მე-7–მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 27 დეკემბერი.

№2508-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2005.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2508. სარეგისტრაციო კოდი — 230.000.000.05.001.002.115.
რამდენი მუხლისგან შედგება „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2508, 27.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 230.000.000.05.001.002.115 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/25336/