⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.05.2018)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.169.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,362 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
03.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №49 2014 წლის 6 ოქტომბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების გათვალისწინებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები“ დანართი №1-ისა და შესაბამისი მოწმობის – სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად. (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დანართი დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 25 იანვრის  №3 დადგენილება ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/ საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)  სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. მუხლი 1🔗. სტაჟირების მიზანი 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; 2.  კვალიფიკაციური კადრების მომზადება; 3.  მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; 4.  დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონებში მცხობრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მუხლი 2🔗. სტაჟიორები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში  სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%); ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%). 2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ /B/ ძალიან კარგი 80-90%). 3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის პროფილთან. 4. სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება   სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს  მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 3🔗. სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა 1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. 2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სტაჟიორთა მიღების მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი და  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა. მუხლი 4🔗. სტაჟირების გავლის წესი და მიღება 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში. 2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს ათ დღეზე ნაკლები. 4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც   ვერ    განაწილდნენ   საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე. 5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და წერილობით აცნობებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ. 6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შესაბამისი სამსახურები ვალდებულია, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. 7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე. მუხლი 5🔗. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით, საქართველოს კანონმდებლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შინაგანაწესის ან/და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული სხვა შემთხვევებით. 2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე    და ამის შესახებ, ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს. მუხლი 6🔗. სტაჟიორის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟიორს, სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში. 2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს /დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  გამგებელი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე/; ე) განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 3. სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს დედოფლისწყაროს        მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. 4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან. მუხლი 7🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა   და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლება–მოვალეობები 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი  სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ–ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით. 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე. მუხლი 8🔗. სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება–მოვალეობები 1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს. 2. სტაჟიორის ხელმძღვანელი, პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით. 4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს  შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით. მუხლი 9🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებენ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ. 2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც გაიცემა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის მიერ. დანართი 2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში(გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი  ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი   № სერტიფიკატი ეძლევა  ______________________ სახელი, გვარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი)     სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის      ______________________________________   დაწესებულების დასახელება ___________________              __________      ხელმოწერა                            თარიღი