ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.10.2014
ძალის დაკარგვა 22.01.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,572 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.10.2014 მიღება
22.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2014 წლის 6 ოქტომბერი ქ. თელავი ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული   ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ქონების განმკარგავს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.  3.  ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი საფასური ქონების გადამცემის მიერ დგინდება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №37 დადგენილების შესაბამისად. 4.  ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და ბიჯის ოდენობას და სარგებლობაში გადასაცემი ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას განსაზღვრავს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. 7. ელექტრონული აუქციონი (ელექტრონული აუქციონი პირობებით) ცხადდება თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია. მუხლი 2🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას ქვეყნდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე /www.telavi-gov.ge/  და ვებგვერდზე  /www.eauction.ge/  რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.  3. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას; ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 4. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას; ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას; გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს; დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს; ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს; კ) სარგებლობაში გადაცემის ვადას; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად. 5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;  ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს. 6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ მუნიციპალიტეტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. 7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ მუნიციპალურ ქონებას. მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები  1. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 10  და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განმეორებით გამოცხადებული ან/და ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ან პირობებით აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება და გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება აუქციონის ჩატარების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე. 3. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება; გ) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტში. 5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მუნიციპალური ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული ქონებისათვის ცალ - ცალკე. 6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ; ბ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები. მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი. 7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 2 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით. 8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 10. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას აუქციონში გამარჯვებულთან გარიგებათა გაფორმების წესი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების სანივთო უფლებით დატვირთვის წესი და პირობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია: ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ მომხმარებელი მოქმედებს ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად). 3. მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები. 4. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები; ბ) მერის მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება. მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ისე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით. 2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას. 3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას. 4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება. 5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას. 6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.     მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.