ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი 1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის სფერო და მიზანი
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების ოდენობასა და გაცემის წესს.
2.
სოციალური დაცვის პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, 100 წლის ასაკის მქონე მოქალაქეების ფინანსური დახმარება, უკიდურესად გაჭირვებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სოციალური დახმარება - ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისთვის, ღატაკი ოჯახისთვის ან უსახლკარო პირისთვის;
ბ)
მოსარგებლე - სოციალური დახმარების მიმღები;
გ)
სოციალური მომსახურება - საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
დ)
მარჩენალდაკარგული - ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;
ე)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი - პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სოციალური დახმარების სახეები
სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ სახეებს:
ა)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება;
ბ)
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
გ)
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება;
ე)
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება;
ვ)
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
ზ)
მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება;
თ)
ყოფილ სასტუმრო ,,რაჭა“-ში დროებით მცხოვრები უსახლკარო, სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა;
ი)
100 წლის ასაკის მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება.
მუხლი 4🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება
1.
ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა:
ა)
ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 70 000-ს;
ბ)
მარჩენალდაკარგულ ბავშვებს;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს;
2.
ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
ა.ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ა.ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ)
ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ბ)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
ბ.ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ.ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ)
მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ)
მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ე)
მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებზე:
გ.ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
გ.ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სსე აქტის ამონაწერი) ასლი, სადაც მითითებული იქნება, რომ მოსარგებლე ,,საჭიროებს მომვლელს“;
3.
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
4.
კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.
5.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ.
6.
ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება ქალაქის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. N4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა.
7.
კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
მუხლი 5🔗.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1.
ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ ახალშობილის მშობლებს (ოჯახს), რომლებიც ქალაქის მაცხოვრებლად რეგისტრირებულნი არიან ბავშვის დაბადებამდე:
ა)
პირველ ახალშობილზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ)
მეორე ახალშობილზე 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
გ)
მესამე ახალშობილზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
დ)
მეოთხე და შემდგომ ახალშობილზე 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ე)
ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
ბავშვის მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე)
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
2.
მერიაში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)
ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ)
ნოტარიულად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის უკვდავყოფის (დაკრძალვის) ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე.
3.
თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ფინანსური დახმარება
1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლის ასაკის ბავშვების ფინანსური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს და გაიცემა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენისას:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)
ბავშვის დაბადების, ან პირადობის მოწმობის ასლი;
ე)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
2.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება
1.
ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 7000 (შვიდი ათასი) ლარისა.
2.
მოქლაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე ზიანის დადგომიდან ათი დღის ვადაში;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
აქტი მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;
ე)
საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ)
ინფორმაცია მერის წარმომადგენლისგან.
3.
სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ კომისიას.
4.
დახმარების თანხა გაიცემა კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოცემული მერის ბრძანებით.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6.
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით.
მუხლი 9🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1.
ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დამარებას მიიღებენ ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
მშობლების/მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1.
მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით:
ა)
ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ოჯახზე;
ბ)
ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში - ბავშვებზე;
2.
დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა)
დახმარების მოთხოვნის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები;
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ (დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში);
ე)
ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 11🔗.
ყოფილ სასტუმრო ,,რაჭაში“ დროებით მცხოვრები უსახლკარო, სოციალურად დაუცველი შშმ ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
1.
თანხა გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იმ ოჯახებისათვის, რომლებიც 2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით ცხოვრობდნენ ქალაქ ამბროლაურში ყოფილ სასტუმრო ,,რაჭაში“, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, არიან სოციალურად დაუცველი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 17 000-ს. სასტუმროდან (,,რაჭა“) გასვლის შემთხვევაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს თვეში 200 (ორასი) ლარისა.
2.
ბინის ქირის საკომპენსაციო თანხის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დოკუმენტის ასლი;
გ)
ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე)
საცხოვრებელი ფართობის არ ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
მუხლი 12🔗.
100 წლის ასაკის მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
1.
100 წლის ასაკის მოქალაქის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
2.
დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
სოციალური დახმარების პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 14🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1.
სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2.
სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მერის მიერ გამოცემული ბრძანებით.
4.
სოციალური დახმარების პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.