ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 30.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. ამბროლაური
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ამბროლაურის მინუციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე
დანართი №1
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗.
პროგრამის სფერო და მიზანი
1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს.
2.
პროგრამის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
სამედიცინო მომსახურება - დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული ნებისმიერი მანიპულაცია და პროცედურა;
ბ)
ბენეფიციარი - დახმარების მიმღები;
მუხლი 3🔗.
სამედიცინო მომსახურების სახეები
მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები:
ა)
მწვავე გადაუდებელი (ოპერაცია, ინტენსიური თერაპია, მედიკამენტური მკურნალობა);
ბ)
ონკოლოგიური/სიმსივნური (ოპერაცია; ქიმიოთერაპია; სხივური თერაპია; ჰორმონოთერაპია; მედიკამენტური მკურნალობა);
გ)
დიალიზი;
დ)
კორონაროგრაფია.
მუხლი 4🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
1.
სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევისა და სხვა სახის დაზღვევის პროგრამებით მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან - წლიური ლიმიტი არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გარდა დიალიზისა).
2.
სამედიცინო მომსახურების ხარჯში იანგარიშება აგრეთვე ოპერაციის შემდგომი პერიოდი, არაუმეტეს ექვსი დღისა, თუ ბენეფიციარის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება აუცილებელია.
მუხლი 5🔗.
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია და წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1.
მოქალაქემ/წარმომადგენელმა პროგრამის მესამე მუხლის ,,ა“, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
სადაზღვევო დოკუმენტი თანადაფინანსების თაობაზე;
დ)
შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები:
დ.ა)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ.ბ)
ანგარიშ-ფაქტურა;
2.
მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად, ბენეფიციარის სამედიცინო დიაგნოზში უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული უნდა იყოს ,,მწვავე გადაუდებელი“.
მუხლი 6🔗.
დიალიზის კომპონენტის მოსარგებლეთა დახმარება
1.
პროგრამის მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“.
2.
მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ბინის ქირის ან/და ტრანსპორტირების ხარჯებისათვის.
3.
დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)
ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
დ)
საბანკო ანგარიში;
მუხლი 7🔗.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 8🔗.
პროგრამის ადმინისტრირება
1.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების თაობაზე მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
3.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მერის მიერ გამოცემული ბრძანებით.
4.
სამედიცინო მომსახურების სოციალური დახმარების პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.