დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.11.2014
ძალის დაკარგვა 10.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016557
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/11/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№52
2014 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-11 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის თანდართული ფორმა.
2.
დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი