📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 20.11.2017
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 915 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2014 მიღება
20.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 2014 წლის 7 ოქტომბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 01 აგვისტოს №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 07.08.2014წ; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016191). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი დანართი №1 ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური 1. მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას, უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მოსაკრებლების ადმინისტრირებასა და კონტროლს.  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება; ბ) ეკონომიკის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  ერთ–ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ი) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; კ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ლ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; მ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას; ნ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;      ჟ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; რ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; ს) მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;                                                     ტ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; უ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ფ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ქ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის  საკითხებზე; ღ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ყ) სახელმწიფო ტყის ფონდიდან რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სატყეო მეურნეობის მიწებიდან ამორიცხული 1595.2ჰა ფართობის ტყის დაცვის მონიტორინგის ჩატარებას; შ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურის განყოფილება სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას; ვ) წინადადებების შემუშავებას ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის საკითხებზე; შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას; ზ) წინადადებების შემუშავებას სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურეობის ორგანიზების საკითხებზე; თ) წინადადებების შემუშავებას გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში; ი) წინადადებების შემუშავებას გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე; კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების  შედგენას; ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ეკონომიკის განყოფილება სამსახურის ეკონომიკის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ბ) წინადადებების შემუშავებას დასუფთავების მოსაკრებლის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრების ადმინისტრირების საკითხებზე; გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას;    დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; ზ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ი) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; კ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;                                        ლ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.