მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2014
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2014 წლის 7 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის გ.ბ. პუნქტის, 61-მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. (დანართი1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: სტრუქტურული ერთეულების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას. გამგეობის საჯარო მოსამსახურეების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას. მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური”.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების და საინფორმაციო განყოფილება;
ბ) პრესის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილება;
გ) კადრების განყოფილება;
დ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილება;
ე) კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
განყოფილების უფროსი
1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
საქმისწარმოების და საინფორმაციო განყოფილების კომპეტენცია
1. საქმისწარმოების და საინფორმაციო განყოფილება უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების დადგენილი წესით საქმისწარმოებას.
2. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას;
ბ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;
გ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ე) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
ვ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
ზ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
თ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ი) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
კ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
ნ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას;
ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
პ) გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ჟ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
რ) გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ს) გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას;
ტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას;
უ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას;
ფ) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ქ) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ერთეულისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას;
ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 6🔗.
პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ხელშეწყობა საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
2. სამსახური ორგანიზებას უწევს:
ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე უზრუნველყოფს მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემას;
ბ) გამგეობაში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
გ) გამგეობაში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ინფორმაციის მომზადებას.
დ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას;
3. ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში.
მუხლი 7🔗.
კადრების განყოფილების კომპეტენცია
1. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
3. კადრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურეობრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
დ) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ე) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ზ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას;
თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის განყოფილება
1. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სხვა უფლებამოსილებების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოახდინოს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის დაფინანსებისა და სამართლებრივი ურთიერთობის საზოგადოებისათვის მიწოდება.
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 9🔗.
კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
1.კულტურის სფეროში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას და თანაავტორობას აღნიშნული სფეროების არასამეწარმეო იურიდიული პირების სამსახურებთან ერთად;
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მუნიციპალიტეტში არსებული კულტურის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
2. ტურიზმის სფეროში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;
ბ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას;
გ) ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემას;
დ) ტურისტთა მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას;
ე) ახალი ტურისტული ადგილების შექმნისთვის რეკომენდაციების მომზადებას და შეთავაზებას. მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნას და შეთავაზებას;
ვ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები სახალხო დღესასწაულები და სხვა;
ზ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
თ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას;
ი) მოსახლეობის დასაქმების მიზნით მათ ჩართვას ტურისტულ ბიზნესში, ტრენინგების ჩატარებას, კონსულტაციების გაწევას;
კ) დაინტერესებული პირებისათვის ყველა ინფორმაციის მიწოდებას.
3.სპორტის სფეროში განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და განვითარებას; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებასა და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას;
გ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრებო ორგანოების ფორმირებას;
დ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გავრცელებას;
ე) ხელს უწყობს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვა;
ვ) მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს;
ზ) კონტროლს უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვას, კონტროლს უწევს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობას;
თ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას;
ი) ახორციელებს წინადადებებსა და კონცეფციებს დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
კ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მის განხორციელებას;
ლ) ახორციელებს სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას;
მ) ეროვნული სპოტული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას
4. ახალგაზრდობის სფეროში განყოფილება:
ა) კოორდინაციას უწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) ამზადებს წინადადებებს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომში განვითარების საკითხებზე;
გ) ხელს უწყობს ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს;
ე) ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ვ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში.
მუხლი 10🔗.
დასკვნითი დებულება
1.დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება კანონით დადგენლი წესით.
2.ყველა ის საკითხი რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.