შეთანხმება საქართველოს მთავრობასა (შემდგომში „მთავრობა“) და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (შემდგომში “ITU”) შორის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS) (შემდგომში „შეხვედრა“) გამართვის თაობაზე
მიღების თარიღი 18.09.2014
ძალაში შესვლა 18.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №300/01
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| 4,000 | 39,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია) შორის - 2024 წელს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის შესახებ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი“ „გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის პროექტის პარტნიორობის ხელშეკრულება (სამთავრობო პარტნიორი) UNHCR/GEO01/2016/ მიმართულება 1/0000000262/001“ თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა (შემდგომში „მთავრობა“) და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (შემდგომში “ITU”) შორის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS) (შემდგომში „შეხვედრა“) გამართვის თაობაზე
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა (შემდგომში „მთავრობა“) და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს (შემდგომში „ITU”) შორის მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის (WTIS) (შემდგომში „შეხვედრა“) გამართვის თაობაზე
24-26 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი, საქართველო
I. შეხვედრის თარიღი და ადგილი
მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმი (WTIS) (შემდგომში მოხსენიებული როგორც „შეხვედრა“), ორგანიზებული ITU-ს მიერ, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს მთავრობა (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“), ტარდება 24-დან 26 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში, ქ.თბილისი 0108, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი 1.
II. შეხვედრის მიზნები
WTIS წარმოადგენს ITU-ს ტელეკომუნიკაციების განვითარების სექტორის (ITU-D) ღონისძიებას და სატელეკომუნიკაციო/ICT შეფასების საკითხების განხილვის წამყვან გლობალურ ფორუმს. სიმპოზიუმი ტარდება ყოველწლიურად და მის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს შესაბამის სამინისტროებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ სტატისტიკურ ორგანიზაციებში და ტელეკომუნიკაციების ოპერატორ კომპანიებში დასაქმებული, ICT სტატისტიკაზე პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე ექსპერტები საინფორმაციო საზოგადოების შეფასების სფეროში.
III. მონაწილეთა მოწვევა
ძირითადად, შეხვედრაში მონაწილეობის მიღებისთვის, მოსაწვევების გაგზავნაზე პასუხისმგებლობა ეკსირება მხოლოდ ITU-ს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ITU-სთან კონსულტაციის გავლის შემდგომ, მასპინძელი ქვეყანა უფლებამოსილია მოიწვიოს ადგილობრივი მონაწილეები.
IV. ენა/თარგმანი
შეხვედრა უნდა ჩატარდეს ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ITU-ს ნებისმიერ სხვა ოფიციალურ ენაზე თარგმანი უზრუნველყოფილ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის პერიოდში საკმარისი რაოდენობის მონაწილეების მხრიდან არსებობს მოთხოვნა აღნიშნულის თაობაზე. თარგმანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთავრობის მიერ.
V. ვიზები
1. არსებული შესაბამისი ნორმების თანახმად, მთავრობა ვალდებულია ყველა მონაწილე (ე.ი. ნებისმიერი პირი, რომელიც ITU-ს მიერ სათანადო წესების დაცვით მიწვეული იქნა შეხვედრაზე) და ITU-ს ყველა ოფიციალური წარმომადგენელი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ შეხვედრასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში, დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე, შეხვედრებთან დაკავშირებული მათი შესაბამისი მოვალეობების ან მისიის შესრულებისთვის გათვალისწინებული სრული ვადით.
2. ზემოხსენებული მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, ყველა მონაწილისთვის და ITU-ს წარმომადგენლებისათვის, რაც აუცილებელია ვიზების/შესვლის ნებართვების უფასოდ და მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაცემისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული პირების ეფექტური მონაწილეობა შეხვედრაში.
3. მთავრობა ვალდებულია ITU უზრუნველყოს დეტალური ინსტრუქციებით, რაც უკავშირდება ვიზების/შესვლის ნებართვების დოკუმენტაციის შევსებას და რომელიც მონაწილეების მიერ, წარდგენილი უნდა იქნას შეხვედრების დაწყებამდე მინიმუმ ექვსი (6) თვით ადრე.
4. მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს საკონტაქტო ცენტრის შექმნა, რომელიც გადაჭრის შეხვედრაზე დასასწრებად, ვიზების მიღებასთან დაკავშირებით, მონაწილეების წინაშე წამოჭრილ ნებისმიერ პრობლემას. საკონტაქტო ცენტრს უნდა შეეძლოს აქტიური პასუხის გაცემა ვიზასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე. მისი ჩამოყალიბება უზრუნველყოფილი უნდა იქნას შეხვედრების გახსნის თარიღამდე ექვსი (6) თვით ადრე.
VI. პრივილეგიები და იმუნიტეტი
1. მთავრობა ვალდებულია, ITU-სთან, შეხვედრასთან და შეხვედრის მონაწილეებთან მიმართებაში, უზრუნველყოს შემდეგი დებულებების შესრულება:
2. ITU-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა ისარგებლონ სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების 1947 წლის კონვენციის (შემდგომში - „1947 წლის კონვენცია“), V მუხლით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტითა და საშუალებებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა 2007 წლის 18 ივლისს. გარდა ამისა, ITU-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა ისარგებლონ 1947 წლის კონვენციის VI და VIII მუხლებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, იმუნიტეტითა და საშუალებებით. გაერთიანებული ერებისა და სპეციალიზებული სააგენტოების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა ისარგებლონ 1946 წლის „გაეროს პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ კონვენციის“ (შემდგომში - „1946 წლის კონვენცია“), V და VII მუხლით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტით.
3. შეხვედრაზე დასწრებისას, ოფიციალური უფლებამოსილების საფუძველზე ITU-სა და მასპინძელი ქვეყნის მიერ შეხვედრებზე დასასწრებად მოწვეულმა მონაწილეებმა უნდა ისარგებლონ იმუნიტეტით სამართლებრივი დევნისგან, მათ მიერ ზეპირ ან წერილობით გამოთქმულ მოსაზრებებთან და მათ მიერ შესრულებულ ნებისმიერ ქმედებასთან მიმართებაში შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
4. წინამდებარე შეთანხმების IX მუხლის მე-5 დებულებისა და ამავე შეთანხმების მე-2 დანართის IV თავის შესაბამისად, მთავრობის მიერ ITU-სთვის მიწოდებული პერსონალი, სრულად და ექსკლუზიურად უნდა დაექვემდებარონ გენერალური მდივნის ხელძღვანელობასა და ზედამხედველობას. მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეძლონ შეხვედრასთან დაკავშირებული საკუთარი ფუნქციების განხორციელება სრული დამოუკიდებლობით.
5. ITU-ს, მის საკუთრებასა და აქტივებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ხელთაა აღნიშნული საკუთრება ან აქტივები, უნდა იცავდეს იმუნიტეტი, სამართლებრივი დევნის ნებისმიერი ფორმისაგან, გარდა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევისა, როდესაც ITU გარკვევით აცხადებს უარს საკუთარ იმუნიტეტზე. ITU-ს საკუთრებასა და აქტივებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის ხელთაა აღნიშნული საკუთრება ან აქტივები, უნდა იცავდეს იმუნიტეტი ძიებისგან, რეკვიზიციისგან, კონფისკაციისგან, ექსპროპრიაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის ჩარევისგან, აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო ან საკანონმდებლო ორგანოს აქტების საფუძველზე. გარდა ამისა, ხელშეუხებელი უნდა იყოს ITU-ს კუთვნილი ყველა დოკუმენტი და აღჭურვილობა, აგრეთვე ITU-ს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და აღჭურვილობა. დაუშვებელია იმუნიტეტზე უარის თქმის გავრცელება აღსრულების ნებისმიერ ღონისძიებაზე. წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლით განსაზღვრული შეხვედრის გასამართი შენობები უნდა ჩაითვალოს ITU-ს შენობების შემადგენელ ნაწილად 1947 წლის კონვენციის მე-5 თავის შესაბამისად და აღნიშნულ შენობებში დაშვება უნდა დაექვემდებაროს ITU-ს ნებართვას. შეხვედრის გასამართი შენობები ხელშეუხებელი უნდა იყოს შეხვედრის განმავლობაში, მოსამზადებელი და დახურვის ეტაპების ჩათვლით, შეხვედრის გახსნამდე და შეხვედრის დახურვის საღამომდე ერთი (1) დღით ადრე.
6. ITU-მ და მთავრობამ უნდა უზრუნველყონ მუდმივი თანამშრომლობა, სათანადო სამართლებრივი ადმინისტრირების, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების დაცვის და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული პრივილეგიების, იმუნიტეტისა და საშუალებების ნებისმიერი ფორმით ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.
VII. შესვენებები და სოციალური ღონისძიებები
1. მთავრობა ვალდებულია აანაზღაუროს შეხვედრასთან მიმართებაში მის მიერ ორგანიზებულ მიღებებთან დაკავშირებული დანახარჯები. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია აანაზღაუროს შეხვედრის განმავლობაში უზრუნველყოფილ შესვენებებთან და საუზმესთან (ცხელი საკვები) დაკავშირებული დანახარჯები. აუცილებელია ფართის გამოყოფა ფინჯან ყავაზე/ჩაიზე შესვენებისთვის, სადაც შეთავაზებული იქნება საკმარისი რაოდენობის სასმელი და ჯანსაღი საუზმე/ტკბილეული, მინიმუმ დღეში ორჯერ (2). ასევე აუცილებელია სასადილო ზონის უზრუნველყოფა შეხვედრების განმავლობაში ყველა მონაწილისთვის ცხელი სადილის, მათ შორის სპეციალური კერძის, როგორიცაა ვეგეტარიანული, მუსულმანური წესით მომზადებული ხორციანი კერძი, მოთხოვნის შემთხვევაში. ITU-სთან კონსულტაციების შემდეგ, მთავრობას შეუძლია მოიძიოს შესაფერისი სპონსორები ზემოხსენებული შესვენებების/საუზმეების სრულად ან ნაწილობრივ დასაფინანსებლად. სოციალური ღონისძიებების კალენდარი შემუშავებულ უნდა იქნას მთავრობის მიერ, ITU-სთან თანამშრომლობით.
2. ITU ვალდებულია სპონსორობის ნებისმიერი მოთხოვნა გადაუგზავნოს მთავრობას.
VIII. სახელწოდებების, აბრევიატურების, წარწერების, ლოგოებისა და დროშების გამოყენება
1. ITU-ს სახელწოდება, აბრევიატურა, ლოგო და დროშა გამოყენებული უნდა იქნას ექსკლუზიურად ITU-ს მიერ და დაუშვებელია მათი გამოყენება მთავრობის ან შეხვედრების საორგანიზაციო კომიტეტის, მისი პარტნიორების ან ოფიციალური მიმწოდებლების მიერ ITU-ს გენერალური მდივნის (შემდგომში „გენერალური-მდივანი“) ან მისი წარმომადგენლის (რომელიც აღჭურვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედებისთვის საჭირო უფლებამოსილებით) წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ITU იტოვებს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას შეხვედრების სახელწოდებაზე, აბრევიატურაზე, წარწერებსა და ლოგოზე. ქვემოთ მოცემული მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია აღნიშნული სახელწოდების, აბრევიატურის, წარწერებისა და ლოგოს გამოყენება გენერალური-მდივნის ან მისი წარმომადგენლის (რომელიც აღჭურვილია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედებისთვის საჭირო უფლებამოსილებით) წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
3. მთავრობა უფლებამოსილია გამოიყენოს შეხვედრის სახელწოდება, აბრევიატურა, წარწერები და ლოგო, ქვემოთ მოცემულ საჭიროებებთან მიმართებაში იმ პირობით, თუ ასეთი სახის გამოყენება არ ქმნის ITU-ს მიერ კომერციული ბიზნესის, პროდუქტის ან მომსახურების რეკომენდების შთაბეჭდილებას:
ა) საინფორმაციო ბროშურა შეხვედრის თაობაზე და იმ ინტერნეტ ვებ-გვერდის მთავარი გვერდი, რომელიც მთავრობის მიერ აღნიშნული მიზნით იქნა შემუშავებული და კოორდინირებული იქნა წინასწარ ITU-ს მიერ.
ბ) პუბლიკაციები, რომელთა ტექსტიც წინასწარ იქნა დამტკიცებული ITU-ს მიერ.
გ) სარეკლამო მასალები, გამიზნული ადგილობრივ და საერთაშორისო მედია საშუალებებში გავრცელებისთვის, რომელთა შინაარსიც წინასწარ იქნა დამტკიცებული ITU-ს მიერ, ადგილობრივ ან საერთაშორისო დონეზე, შეხვედრების გაშუქების მიზნით.
დ) შეხვედრებთან დაკავშირებული პრესკონფერენციები, მედიასთან ან საზოგადოებასთან ურთიერთობების საქმიანობები, შეხვედრების მომზადების პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.
4. მთავრობა ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია ITU-ს, მის მიერ ზემოთ მე–3 პუნქტის კონტექსტში სახელწოდების, აბრევიატურის ან ლოგოს ნებისმიერი გამოყენების შესახებ. იგი შესაძლოა არ იყოს პასუხისმგებელი, არასანქცირებული მესამე მხარის მიერ, შეხვედრის დასახელების, აბრევიატურის, წარწერების ან ლოგოს თაღლითური გზით გამოყენებაზე.
IX. ფინანსური და პერსონალთან დაკავშირებული საკითხები
1. მე-5 დადგენილების (კიოტო, 1994) თანახმად, მთავრობა ვალდებულია დაფაროს ნებისმიერი დამატებითი დანახარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება შეხვედრის საქართველოში და არა ITU-ს შტაბებში გამართვას.
2. შეხვედრების წარმატებით ჩატარებისთვის არსებობს გადამწყვეტი მნიშვნელობის მთელი რიგი დეტალები, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას მთავრობის მიერ: ISO-ს სტანდარტების შესაბამისი მთარგმნელობითი საშუალებები სამ ენაზე, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქსელის შექმნა შეხვედრების ჩატარების მთელ ტერიტორიაზე საიმედო wi-fi და საკაბელო ინტერნეტ კავშირის მიწოდების მიზნით, აგრეთვე თანამედროვე და მაღალი სტანდარტების საკონფერენციო საშუალებები მაღალი დონის მონაწილეობის შესაბამისად. ამ მიზნით, მთავრობა ვალდებულია ITU უფასოდ უზრუნველყოს წინამდებარე შეთანხმების მე-2 და მე-3 დანართებში მითითებული შენობებით, საშუალებებითა და მომსახურებებით.
3. მთავრობა აგრეთვე ვალდებულია აანაზღაუროს ITU-ს მიერ მოსამზადებელ შეხვედრების საშტატო განრიგში მითითებული ყველა თანამშრომლის სამგზავრო ხარჯები, დღიური საარსებო თანხების ჩათვლით. ჩვეულებრივ, WTIS-ის პერსონალის რაოდენობა მოიცავს დაახლოებით (13) ITU-ს თანამშრომელს (XX თარჯიმანსა და ადგილობრივ მხარდამჭერ პერსონალზე დამატებით).
4. „სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ” 1947 წლის კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, ITU-ს კუთვნილი და შეხვედრების სათანადოდ ჩატარებისთვის აუცილებელი მასალების, აღჭურვილობის, პუბლიკაციებისა და დოკუმენტების საქართველოში იმპორტირება და მათი საქართველოდან ექსპორტირება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი იმპორტისა და საბაჟო გადასახადებისა და სხვა გადასახადების დაკისრების, რაიმე სახის აკრძალვებისა და შეზღუდვების გარეშე. მთავრობა ვალდებულია ITU ან მისი აგენტები დროულად უზრუნველყოს ზემოხსენებული მიზნისთვის საჭირო იმპორტისა და ექსპორტის ნებართვებით და გაამარტივოს აღნიშნული სახის იმპორტირებასთან ან ექსპორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ადმინისტრაციული პროცედურა, საჭირო ინსტრუქციების გაცემის ჩათვლით. წიანმდებარე პარაგრაფის თანახმად, ტერმინი „აგენტი“ წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც დანიშნულია ITU-ს მიერ და მოქმედებს მისი სახელით. ასეთი აგენტის ვინაობა წერილობით უნდა დამოწმდეს ITU-ს მიერ, რაც შესაბამისად, შესაძლებლობას მისცემს მთავრობას, შეატყობინოს აღნიშნული შემოსავლების სამსახურს.
5. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია ITU უფასოდ უზრუნველყოს ადგილობრივი პერსონალით (უსაფრთხოების სამსახურის ჩათვლით), ზემოთ მოცემული მე-3 პუნქტში მითითებული საშტატო განრიგში განსაზღვრული შეთანხმებების შესაბამისად და მე-2 დანართის მე-4 ნაწილის მოთხოვნების საფუძველზე.
6. მთავრობის მიერ ასანაზღაურებელი დანახარჯები მოიცავს შემდეგ ხარჯებს (მე-2 და მე-3 დანართების დებულებებთან წინააღმდეგობის გარეშე):
- ITU-ს პერსონალთან დაკავშირებული რეგულაციებისა და წესების შესაბამისი დებულებების მიხედვით, ITU-ს ოფიციალური წარმომადგენლებისთვის გადახდილი ყოველდღიური საარსებო თანხები, აგრეთვე მათთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების ქვითრები. ყოველდღიური საარსებო თანხების გადახდა ხორციელდება მისიის განმავლობაში, საშტატო განრიგის და მგზავრობის დროის შესაბამისად (ფრენის დრო, დასვენების პერიოდები და გზაში შეჩერებები).
- ITU-ს ოფიციალური წარმომადგენლების მგზავრობის ხარჯები (ნებისმიერი დამატებითი დაზღვევის პრემიებისა და მგზავრობის განმავლობაში გაწეული ნებისმიერი დამატებითი დანახარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით), აგრეთვე დამატებითი სატრანსპორტო ხარჯები (საჭიროების შემთხვევაში, ვიზების ჩათვლით), ITU-ს პერსონალთან დაკავშირებული რეგულაციებისა და წესების შესაბამისი დებულებების მიხედვით.
- ზეგანაკვეთურ საათებთან დაკავშირებული დებულება განიხილება ITU-ს პერსონალის შესახებ წესებისა და რეგულაციების შესაბამისად. ITU-ს შტაბში შეხვედრების ჩატარებისთვის შედგენილი ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი დანახარჯები უნდა დაფაროს მთავრობამ.
7. ITU-ს მიერ გაწეული ან გადასახდელი ნებისმიერი სხვა დანახარჯი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება შეხვედრის საქმიანობებს, მათ შორის ITU-ს ოფიციალური წარმომადგენლების ანაზღაურება და შეხვედრის ჩასატარებელი შენობებისთვის, პირებისთვის ან საკუთრებისთვის მიყენებული ისეთი ზიანის კომპენსაცია, რომელიც გამოწვეული იქნა ITU-ს წარმომადგენლების მხრიდან უხეში დაუდევრობით ან წინასწარ განზრახული ქმედებით, ITU-ს პასუხისმგებლობას შეადგენს და არ უნდა იქნას ანაზღაურებული მთავრობის მიერ.
8. ზემოთ მოცემული მე-7 პუნქტის დებულებების შესაბამისად, ITU-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა შეხვედრის ჩასატარებელი შენობებისთვის, პირებისთვის ან საკუთრებისათვის მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე ან დაზიანების რისკზე.
9. წინამდებარე თავის პირველი პუნქტის აღსრულების მიზნით, ITU-ს მიერ გახსნილი უნდა იქნეს სპეციალური ანგარიში ჟენევაში. არა უგვიანეს 2014 წლის 25 აგვისტოსი, წინამდებარე შეთანხმების 1 დანართით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, მთავრობამ აღნიშნულ სპეციალურ ანგარიშზე უნდა შეიტანოს წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული სავარაუდო დანახარჯების 100%-ის (ასი პროცენტი) ექვივალენტი თანხა, შვეიცარიულ ფრანკებში.
10. ზემოხსენებული დანახარჯები აღნუსხული უნდა იყოს ITU-ს გენერალური სამდივნოს მიერ წარმოებულ სპეციალურ ანგარიშებში. ITU-ს გენერალური სამდივნო ვალდებულია შესაბამისი ფულადი სახსრების მართვა უზრუნველყოს შვეიცარიულ ფრანკებში.
11. მაქსიმალურად მოკლე ვადაში და შეხვედრის დახურვის თარიღიდან არა უგვიანეს ექვსი (6) თვისა, ITU ვალდებულია მთავრობას წარუდგინოს ამონაწერი ანგარიშიდან, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ ITU-სათვის და ITU-ს სახელით გადახდილ თანხებს, აგრეთვე ITU-ს მიერ საშუალებებისა და მომსახურებების სანაცვლოდ გადახდილ თანხებს, რომელთა ანაზღაურებაც მთავრობის პასუხისმგებლობას შეადგენს. ნაშთი გადახდილ უნდა იქნას შვეიცარიულ ფრანკებში მთავრობის ან კავშირის მიერ (სიტუაციიდან გამომდინარე), ანგარიშიდან ამონაწერის მიღების თარიღიდან არა უგვიანეს სამი (3) თვის განმავლობაში. მთავრობა უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ამონაწერში მოცემული ნებისმიერი თანხის დასაბუთება.
X. მგზავრობასთან დაკავშირებული საკითხები
1. წინამდებარე შეთანხმების მე-9 მუხლის დებულებების მიუხედავად, ITU-ს გენერალური სამდივნო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა შეხვედრის მონაწილე ITU-ს წარმომადგენლების შეხვედრის ჩატარების ადგილზე და ადგილიდან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ, აგრეთვე ITU-ს პერსონალის რეგულაციებისა და წესების შესაბამისად, შეხვედრის სამდივნოს სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა აღჭურვილობის, მასალისა და მარაგების შეხვედრის ჩატარების ადგილზე და ადგილიდან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემული დამატებითი მომსახურებების შეკვეთებსა და საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ITU-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირებით
2. ITU-ს ოფიცილური წარმომადგენლების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით. სტანდარტული მარშრუტი უნდა იყოს ყველაზე ეკონომიური მარშრუტი.
3. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ან რეალური ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს ექვსიდან (6) ათ (10) საათს, ITU-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს უფლება აქვთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ დაიწყონ დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან, თორმეტი (12) საათის განმავლობაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ან რეალური ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს ათ (10) საათზე მეტს, მაგრამ არა უმეტეს თექვსმეტი (16) საათისა, ITU-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს უფლება აქვთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ დაიწყონ დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან, ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაში.
5. ITU-ს წარმომადგენლების ოფიციალური მგზავრობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ადგილიდან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებად ჩაითვლება შემდეგ შემთხვევებში:
-იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი მგზავრობის (პირდაპირი ფრენა) ხანგრძლივობა შეადგენს ცხრა (9) საათს ან მეტს;
-იმ შემთხვევაში, თუ არაპირდაპირი მგზავრობისას (დამაკავშირებელი ფრენები), მგზავრობის ჯამური ხანგრძლივობა შეადგენს თერთმეტ (11) საათს ან მეტს, კავშირის/ლოდინის მაქსიმუმ ორსაათიანი ხანგრძლივობის ჩათვლით. სხვადასხვა ფრენების ხანგრძლივობის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ (12) საათს.
6. ITU-ს არჩეული ოფიციალური პირები უფლებამოსილნი არიან იფრინონ პირველი კლასით ან პირველის მომდევნო კლასით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. უსაფრთხოების მიზნებისათვის, ITU-ს გენერალურმა მდივანმა და ITU-ს გენერალური მდივნის მოადგილემ არ უნდა იფრინონ ერთი და იმავე რეისით ან არ უნდა გამოიყენონ ტრანსპორტირების ერთი და იგივე საშუალება, ერთსა და იმავე თარიღსა და საათზე.
7. ITU-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ სათანადო ყოველდღიური საარსებო თანხები (DSA). DSA-ს სტანდარტული განაკვეთების ცხრილის ყოველთვიურ განახლებას უზრუნველყოფს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ დაბინავებას უფასოდ უზრუნველყოფს მთავრობა, სტანდარტული განაკვეთი მცირდება ორმოცდაათი პროცენტით (50%); იმ შემთხვევაში, თუ საუზმის გარდა, უზრუნველყოფილია ერთი სადილი ზემოთ მოცემული VII მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, DSA-ს განაკვეთი მცირდება სამოცდახუთი პროცენტით (65%); იმ შემთხვევაში, თუ ყველა სადილი უზრუნველყოფილია, სტანდარტული განაკვეთი მცირდება ოთხმოცი პროცენტით (80%). ITU-ს არჩეული ოფიციალური წარმომადგენლების DSA-ს განაკვეთი უნდა შეადგენდეს სტანდარტულ განაკვეთებზე ორმოცი პროცენტით (40%) (დამრგვალებულს უახლოეს აშშ დოლარამდე) მეტს. წამყვანი მრჩევლების კატეგორიის (D.1 და D.2) ITU-ს წარმომადგენლების DSA განაკვეთი უნდა შეადგენდეს სტანდარტულ განაკვეთზე თხუთმეტი პროცენტით (15%) მეტს (დამრგვალებული უახლოეს აშშ დოლარამდე).
8. შესაძლებელია ITU-ს წარმომადგენლები უფლებამოსილნი იყვნენ მიიღონ სატრანსპორტო კომპანიების მიერ დაწესებული ლიმიტის ზევით, ბარგის გადაჭარბებული წონის ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურება, მაქსიმუმ ოცდაათ (30) კილოგრამამდე. ITU-ს არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც არ მგზავრობენ პირველი კლასით, უფლებამოსილნი არიან მიიღონ ბარგის ზედმეტი წონის ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურება იმ ოდენობით, რომელიც შეესაბამება პირველი კლასით მგზავრობის ღირებულებას.
9. ოფიციალურ მივლინებასთან დაკავშირებით, ITU-ს წარმომადგენლებისთვის გადახდილი დამატებითი სატრანსპორტო ხარჯების თანხები, აეროპორტს ან ჩამოსვლის ან წასვლის ნებისმიერ სხვა წერტილს ან სასტუმროს ან ნებისმიერ სხვა ჩამოსვლის ან გამგზავრების პუნქტსა და სასტუმროს ან საცხოვრებელ პუნქტს შორის ყოველი გადაადგილებისთვის შეადგენს 120 აშშ დოლარს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოში ჩამოსვლისას და საქართველოდან გამგზავრებისას, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მთავრობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სატრანსპორტო ხარჯების დანახარჯებისთვის გადახდილ უნდა იქნას 60 აშშ დოლარი, რომელიც უკავშირდება თავიანთ შესაბამის პუნქტში ჩასვლას, ან გამგზავრებას.
10. საშტატო განრიგის წინამდებარე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობიდან გამომდინარე, ასევე მიმდინარე ცვლილებების (საშტატო განრიგში განხორციელებული ცვლილებები, მგზავრობის თარიღების ცვლილება, გაუქმება და ასე შემდეგ) გათვალისწინებით, პერსონალისთვის დაჯავშნის საკითხების და ბილეთებით უზრუნველყოფის საკითხები უნდა მოაგვაროს ITU–მ.
მასალასთან დაკავშირებით
11. ჟენევიდან შეხვედრის ჩატარების ადგილამდე და შეხვედრის ჩატარების ადგილიდან აღჭურვილობის, მასალისა და დოკუმენტების ტრანსპორტირების, დაზღვევისა და დატვირთვა/გადმოტვირთვის დანახარჯები შეტანილი უნდა იქნას მთავრობის მიერ ასანაზღაურებელ დამატებით ხარჯებში, რომლებიც წარმოიშვა შეხვედრის ჟენევის ფარგლებს გარეთ ჩატარების შედეგად. ზემოხსენებული დამატებითი დანახარჯები უნდა მოიცავდეს უზრუნველყოფას სხვადასხვა და გაუთვალისწინებელ ხარჯებზე, უკანასკნელ მომენტში შეხვედრისთვის საჭირო მასალისა და დოკუმენტების ტრანსპორტირების ან თანმხლებ პირთან ერთად ზედმეტი წონის ბარგის ტრანსპორტირების ჩათვლით.
XI. მედიასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები
1. შეხვედრების მომზადებასთან, ჩატარებასა და მონიტორინგთან, აგრეთვე შეხვედრებისთვის ჩატარებული ნებისმიერ ოფიციალურ საკომუნიკაციო საქმიანობებთან დაკავშირებით, ყველა სახის ოფიციალური ურთიერთობა მედიასთან (რადიო და ტელევიზია, ელექტრონული მედია, გაზეთები და სხვა პუბლიკაციები და ასე შემდეგ) შეადგენს გენერალური მდივნის ან მის მიერ დასახელებული წარმომადგენლის პასუხისმგებლობას, მთავრობის მიერ დასახელებულ კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობით.
2. გენერალური მდივანი ან მის მიერ დასახელებული წარმომადგენელი ვალდებულია ზემოაღნიშნული მოვალეობა შეასრულოს ITU-ს სხვა კონფერენციებისას, ასამბლეებისა და შეხვედრებისას ზოგადად განხორციელებული პრაქტიკის შესაბამისად.
3. მედიასთან ურთიერთობისას, მთავრობა თანახმაა, არ ჩაერიოს არსებით საკითხებში, მათ შორის შეხვედრის სტრუქტურასა და შინაარსში, რაც ITU-ს ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
XII. უსაფრთხოებისა და დაცვის ზომები; პროტოკოლი
1. შეხვედრის მთლიანი ხანგრძლივობის მანძილზე, მთავრობა ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, გაატაროს უსაფრთხოებისა და დაცვის სათანადო ზომები, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ეფექტური ფუნქციონირების მიზნით. როგორც შეხვედრების ჩასატარებელ შენობებში, ისე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეადგენს მთავრობის ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას.
2. კერძოდ, მთავრობა პასუხისმგებელი იქნება ერთი (1) უფროსი ოფიცრის დანიშვნაზე, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს შეხვედრასთან დაკავშირებულ უსაფრხოებისა და დაცვის საკითხებს. აღნიშნული პირი, საჭიროებისამებრ, ითანამშრომლებს ITU-ს დაცვისა და უსაფრთხოების კოორდინატორთან, რათა უზრუნველყოს, რომ შეხვედრასთან დაკავშირებული დაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სრულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხები უნდა შეიცავდეს შეხვედრაზე დაშვების კონტროლს და ზედამხედველობის ღონისძიებებს, როგორც შენობაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შეხვედრის ჩატარების ადგილის გარეთ ნებისმიერ ტერიტორიას, სადაც შესაძლოა მოეწყოს ოფიციალური სოციალური ღონისძიებები.
3. ზემოხსენებული მიზნით, მთავრობა ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაცვის პერსონალი და აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია შეხვედრის ჩასატარებელ შენობებში, ისე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის ჩატარების ადგილის გარეთ ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა მოეწყოს ოფიციალური სოციალური ღონისძიებები, დაცვისა და უსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით.
4. უნდა აღინიშნოს, რომ აკრედიტაცია და რეგისტრაცია შეხვედრისათვის წარმოადგენს მხოლოდ ITU-ს პასუხისმგებლობას.
5. პერსონალური მონაცემები, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც აუცილებელია ვიზების/შესვლის ნებართვების გასაცემად და მისაწოდებლად, არ უნდა იქნას მოთხოვნილი მთავრობის მიერ. ITU-ს მიერ, შეხვედრების მონაწილეების და სხვა პირების რეგისტრაციისათვის შეგროვებული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შეხვედრების ეფექტური ოპერირებისთვის საჭირო ინფორმაციას. ზემოაღნიშნული მონაცემების კონფიდენციალობაზე ვრცელდება ITU-ს წესები და პრაქტიკა.
6. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ობიექტის საკონტაქტო პირის/მენეჯერის ხელმისაწვდომობა შეხვედრების ჩასატარებელ ტერიტორიაზე ურთიერთკავშირის, ხარვეზების აღმოფხვრისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. ზეინკლები, ელექტრიკოსები და სხვა მომსახურე ტექნიკური პერსონალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამოძახებით ნებისმიერ დროს, შეხვედრების განმავლობაში. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ITU-სა და სამედიცინო, სახანძრო, სასწრაფო დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის სამსახურებს შორის თანამშრომლობას.
7. მთავრობამ ITU-ს უსაფრთხოებისა და დაცვის კოორდინატორისთვის უნდა უზრუნველყოს ბუნებრივი კატასტროფებისა და შეხვედრებთან დაკავშირებული სხვა რისკების შემცირების ეროვნული და ლოკალური გეგმების ხელმისაწვდომობა.
8. შეხვედრის მიზნებისთვის გამოყენებული თითოეული ობიექტი აღჭურვილი უნდა იყოს ინვალიდის სავარძლებისათვის წვდომის საშუალებებით.
9. შეხვედრის განმავლობაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნას ადგილზე ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებები, 23-26 ნოემბერს, 07:30სთ-დან 19:00სთ-მდე (საჭიროების შემთხვევაში, საავადმყოფომდე სამედიცინო ტრანსპორტირების ჩათვლით).
10. მთავრობამ უნდა დანიშნოს დამაკავშირებელი ოფიცერი, მასპინძელი ქვეყნის მიერ VIP სტუმრებისათვის მოსაგვარებელი ყველა საკითხის კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით. იმის განსაზღვრა, თუ ვინ ჩაითვლება VIP სტუმრად, აგრეთვე VIP მომსახურებების დონე, შეთანხმებული უნდა იქნას მხარეებს შორის კონსულტაციების მეშვეობით.
XIII. ჩატარების ადგილის გაუქმება, გადატანა ან ცვლილება
1. ITU- ს გადაწყვეტილებით შეხვედრის ადგილის გაუქმების, გადატანის ან ცვლილების შემთხვევაში, ITU-ს პასუხისმგებლობა მთავრობის წინაშე შემოიფარგლება იმ ხარჯებით, რომლებიც აღებულია ვალდებულების სახით ან უკვე გადახდილია, შეხვედრის ორგანიზებისა და მომზადებისათვის საჭირო საგნებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ხარჯები აღარ შეესაბამება მიზანს და იმ პირობით, რომ ისინი არსებითი მნიშვნელობისაა და არ შეიძლება მათი უარყოფა ან შემცირება.
2. თუ შეხვედრის ჩატარებამდე ან მისი მსვლელობის დროს მთავრობამ განაცხადა, რომ აღარ მასპინძლობს შეხვედრებს ან უარს ამბობს დაგეგმილ ვადებში მის ჩატარებაზე, ან ითხოვს ჩატარების ადგილის შეცვლას, მთავრობის პასუხისმგებლობა ITU -ს მიმართ შემოიფარგლება იმ ხარჯებით, რომელიც წარმოიშობა ასეთი გადაწყვეტილების მიღების შედეგად, კერძოდ ყველა ხარჯი, რომელიც წარმოდგენილი ან გადახდილია ITU -ს მიერ შეხვედრის საჭიროებებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ხარჯები აღარ შეესაბამება მიზანს და იმ პირობით, რომ ისინი არსებითი მნიშვნელობისაა და არ შეიძლება მათი უარყოფა ან შემცირება. ნებისმიერი ხარჯი, რომელიც გაწეულ იქნა ITU-ს მიერ შეხვედრებისათვის შენობების დაქირავებისთვის, გარდა წინამდებარე შეთანხმების პირველ პუნქტში აღნიშნული შენობებისა, ასევე დაფარული იქნება მთავრობის მიერ.
3. ფორს-მაჟორული გარემოების შემთხვევაში, რომელიც იწვევს (ან შესაძლოა გამოიწვიოს) შეხვედრის ადგილის გაუქმებას, გადატანას, შეწყვეტას ან შეცვლას, ITU და მთავრობა ვალდებულნი არიან დაიწყონ მოპალარაკებების წარმოება თითოეული მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, ფორს-მაჟორული გარემოების პრაქტიკულ, იურიდიულ და ფინანსურ შედეგებზე შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ წერილობითი ფორმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასეთი შეთანხმება უნდა შედგეს მოლაპარაკებების დაწყებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში და ქვემოთ მოცემული XVII მუხლის შესაბამისად, რომელიც აგრეთვე არეგულირებს დავების გადაწყვეტის საკითხს, თუ შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.
XIV. პასუხისმგებლობა
1. მთავრობა პასუხისმგებელია ITU-ს ან მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმის, სარჩელის ან მოთხოვნის დარეგულირებაზე, რომლებიც წარმოიქმნება შემდეგი მიზეზებით:
ა) მთავრობის მიერ წარმოდგენილ ან მის კონტროლის ქვეშ არსებულ შენობებზე არსებული ქონების დაზიანება ან დაკარგვა, პირებისთვის ზიანის მიყენება, იმ ზიანის გარდა, რომელზეც ITU არის პასუხისმგებელი;
ბ) პირებისთვის ზიანის მიყენება, ქონების დაკარგვა და დაზიანება, რომელიც გამოწვეულია წინამდებარე შეთანხმების დანართი 2-ის III ნაწილში სატრანსპორტო მომსახურებების გამოყენებით;
გ) წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად, შეხვედრებისთვის მთავრობის მიერ პერსონალის დაქირავება, მათ შორის ასეთი პერსონალის მიერ აღძრული სარჩელები ან საქმეები.
2. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ITU-სა და მისი თანამშრომლების დაცვა ნებისმიერი ასეთ სარჩელთან, საქმესთან ან სხვა მოთხოვნასთან მიმართებაში.
XV. წინამდებარე შეთანხმების ცვლილება და გაუქმება
წინამდებარე შეთანხმება და მისი დანართები, რომლებიც წარმოადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების გარეშე. ნებისმიერი ცვლილება უნდა ჩაითვალოს შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.
XVI. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერისთანავე.
2. წინამდებარე შეთანხმების დებულებები ძალაში დარჩება მხარეთა შორის შეხვედრასთან დაკავშირებული ყველა საორგანიზაციო, ფინანსური და სხვა საკითხების საბოლოო დარეგულირებამდე, შეთანხმებაში მითითებული პირობებისა და დებულებების შესაბამისად.
XVII. დავების გადაწყვეტა
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმებასთან მიმართებაში და მათ შორის, უკავშირდება მის გამოყენებას ან შინაარსს, უნდა მოგვარდეს მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით, მეგობრულად.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ამ მიზნით სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.
XVIII. დასკვნითი დებულებები
„შესრულებულია ––––––––, –––––– წლის –––––––, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
პირველი მოადგილე
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის და გენერალური მდივნის სახელით
ბრაჰიმა სანუ
ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) დირექტორი
დანართების რაოდენობა: 3
დანართი 1
თბილისში, საქართველო მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმის ჩატარებასთან დაკავშირებული დამატებითი შეფასებული ITU ხარჯები
თანხა
შვეიცარული ფრანკი
1 თანამშრომელთა ხარჯები
1.1 თარჯიმნების ხელფასი
1.2 ზედნადები ხარჯები
ქვეჯამი
2 მგზავრობისა და საარსებო ხარჯები
2.1 ITU თანამშრომლები (მგზავრობა ღონიძიებამდე)
2.2 ITU თანამშრომლები (ღონიძიებები)
2.3 თარჯიმნები
2.4 დაზღვევა
ქვეჯამი
3 სხვა ხარჯები
3.1 აღჭურვილობის ტრანსპორტირების ხარჯები, ღონიძიების სამდივნოს ეფექტური მუშაობისათვის საჭირო მასალები და დოკუმენტაცია
3.2 სხვადასხვა და გაუთვალისწინებელი ხარჯები
Sub-total
TOTAL
ჟენევაში ჩატარებული ღონისძიების კონკრეტული ხარჯები
ჟენევის გარეთ ჩატარებული ღონიძიების კონკრეტული ხარჯები
მთავრობის მიერ დასაფარი დამატებითი ხარჯები
0
4,000
4,000
0
0
0
0
0
0
0
0
0
10,000
10,000
0
27,000
0
0
27,000
2,000
0
2,000
0
6,000
6,000
0
27,000
0
0
27,000
2,000
0
2,000
4,000
39,000
35,000
საფუძველი:
2014 წლის 1 თებერვლის გაცვლითი კურსი : 1 US $ = 0.902 შვეიცარული ფრანკი
ზემოთ მოცემულია ჟენევისაგან განსხვავებული მხოლოდ ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც ეხება თბილისში ჩასატარებელ ღონიძიებებს .
დანართი 2
მთავრობის მიერ, შენობების[1], საშუალებების, სერვისების და ადგილობრივი პერსონალის უფასოდ გამოყოფა
I. შეხვედრის დარბაზები
1. მთავარი დარბაზი უნდა იტევდეს მინიმუმ სამას (300) ადამიანს მაგიდებთან. აღნიშნული სივრცე მოთხოვნილია შეხვედრის ჩასატარებლად და ამაში არ შედის დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც საჭირო იქნება გახსნის ცერემონიისთვის, მაგალითად, დამატებითი დასაჯდომი ადგილები ან კათედრის განსხვავებული განლაგება. დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი საშუალებებით:
ა. მთავარი მაგიდა
– მთავარი მაგიდა ამაღლებულ კათედრაზე 8 ადგილით, ქვეყნის/ორგანიზაციის დროშით და სახელის აღმნიშვნელი დაფებით
– ღონისძიების ბანერი, რომლის ფერთა შეხამება შესაბამისობაში იქნება ღონისძიებასთან და მისაღები იქნება კამერებისთვის (ტელევიზიებისთვის და ციფრული ვიდეოკამერისთვის); დიზაინი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული ITU–სთან.
– მომხსენებლის ტრიბუნა ერთი (1) ფიქსირებული მიკროფონით.
ბ. შეხვედრის დარბაზის მოწყობა
– შეხვედრის მონაწილეებისათვის საკლასო ოთახის მსგავსად მოწყობილი მაგიდებით (მერხის ტიპის) და სკამებით (არანაკლებ 90 სმ 1 ადამიანისთვის).
– რამდენიმე შესასვლელი და გასასვლელი კარი საკონფერენციო დარბაზში მარტივად შესასვლელად და გამოსავლელად.
გ. ტექნიკური და აუდიო-ვიზუალური მოთხოვნები
- ერთი (1) მიკროფონი კათედრაზე მჯდომი თითო ადამიანისთვის.
- ერთი (1) მიკროფონი დარბაზში მაგიდასთან მჯდომი ყოველი ორი (2) მონაწილისთვის.
– ყურსასმენების მოწყობილობა, სასურველია უსადენო, თითოეული მონაწილისათვის, მთავარ მაგიდაზე მსხდომების ჩათვლით. შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული ყურსასმენის დამოუკიდებლად სასურველ აუდიო არხზე მორგება.
– ხმის სისტემა კაბინებით და სინქრონული თარგამნისთვის საჭირო მოწყობილობით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ISO სტანდარტებთან სამ (3) ენაზე. სამი (3) კაბინა, თითო ორი (2) ადგილით.
– ციფრული აუდიო ჩაწერა: ერთი (1) ასლი ორგინალური ხმისთვის და ერთი (1) ასლი ინგლისური თარგამანისთვის;
– ციფრული ვიდეო ჩაწერა: მინიმუმ სამი (3) კამერა დარბაზში.
– მინიმუმ ორი (2) დიდი ზომის პროექტორის ეკრანი, მკაფიო ხილვადობით ყველა მონაწილესთვის და მინიმუმ სამი (3) დამატებითი ბრტყელი ეკრანი (42”), რომელიც კარგად ჩანს პოდიუმიდან.
– მინიმუმ ორი (2) პროექტორი (XVGA, BNC), რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება მკაფიო გამოსახულების მისაღებად პროქტორის დიდ ეკრანებზე, რომელიც ცალკე ვიდეოკაველებით პირდაპირი სადენიანი კავშირით შეერთებული იქნება პრეზენტაციის პორტატულ კომპიუტერთან (პოდიუმზე ან პოდიუმთან ახლოს) და ვიდეო სისტემასთან.
– ერთი (1) პორტატული კომპიუტერი პროექტირებისთვის ან პოდიუმზე ან აუდიო–ვიზუალური კონტროლის დარბაზში: პორტატულ კომპიუტერს უნდა ჰქონდეს ინგლისურეოვანი კლავიატურა – US International keyboard (Microsoft Word და PowerPoint, CD/DVD წამკითხველი and USB პორტები).
– აუდიო ხაზი, რომელიც პროექტირებისთვის შეერთებული იქნება პერსონალურ ან პორტატულ კომპიუტერთან, აუდიო/ვიდეო პრეზენტაციების ჩატარების შემთხვევაში
დ. IT მოთხოვნები
– ყველა მონაწილესთვის უსადენო ლოკალური ქსელის ინტერნეტთან წვდომა, მე-3 დანართში ჩამოთვლილი სამუშაო მოთხოვნების შესაბამისად
– დენის წყაროები პორტატული კომპიუტერებისთვის ერთი ((1) თითო ადგილისთვის), მთავარი მაგიდის ჩათვლით.
2. ერთი (1) დარბაზი ორმხრივი შეხვედრებისთვის, თითოული მათგანი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი საშუალებებით:
– ერთი (1) შეხვედრის მაგიდა.
– ათი (10) სკამი.
– ორი (2) დივანი ან ერთი (1) დივანი, ორი (2) სავარძლით.
– ერთი (1) ყავის მაგიდა.
– მცენარეები და უსადენო ლოკალური ქსელის ინტერნეტთან წვდომა, მე-3 დანართში ჩამოთვლილი სამუშაო მოთხოვნების შესაბამისად.
3. მინერალური წყალი ბოთლებში და ჭიქები ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეულ მაგიდაზე და თარგმანის კაბინებში.
4. შეხვედრის ყველა დარბაზი ფუნქციონალურად აღჭურვილი უნდა იყოს ITU–ს მოთხოვნების ცხრილში მითითებული თარიღისთვის და დროისთვის (შემდგომში „მოთხოვნების ცხრილი“); აღნიშნული ცხრილი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთავრობისთვის არა უგვიანეს 2014 წლი 24 ოქტომბრისა.
II. ოთახები/ტერიტორიები
1. მთავრობამ უნდა გამოყოს შემდეგი ოთახები და საშუალებები მათი სპეციფიკური დანიშნულებების გათვალისწინებით:
ა) ოთახი WTIS-ის თავმჯდომარისთვის და თავმჯდომარის მდივნისთვის (როგორც მოთხოვნილია მთავრობის მიერ);
ბ) ოთახი ITU-ს გენერალური მდივნისთვის;
გ) ოთახი ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) დირექტორისთვის;
დ) ოთახი დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, PKM
ყველა ოთახი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი პირდაპირი საერთაშორისო ზარების განმახორციელებელი ტელეფონით, სადენიანი ინტერნეტ კავშირით, უსადენო წვდომით და დენის წყაროთი.
ე) ოთახი ITU გენერალური მდივნის თანაშემწისთვის და ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორისთვის (BDT) (სრულყოფილად აღჭურვილი პირდაპირი საერთაშორისო ზარების განმახორციელებელი ტელეფონით, სადენიანი ინტერნეტ კავშირით, უსადენო დაშვებით, ბევრი დენის წყაროთი, ფოტოს კოპირების ხელსაწყოთი, სკანერით და ჩქარი პრინტერით).
ვ) ორი (2) ოთახი ITU-ს პერსონალისთვის (რომ დაეტიოს ჯამში თხუთმეტი (15) სამუშაო ადგილი) აღჭურვილი საერთაშორისო ზარების პირდაპირ განმახორციელებელი ტელეფონით, სადენიანი ინტერნეტ კავშირით, უსადენო წვდომით, მრავალპოლუსიანი დენის წყაროთი პორტატული კომპიუტერებისთვის, მობილური ტელეფონები, პრინტერები და სხვა დამატებითი მოწყობილობები, (ფოტოკოპირების ხელსაწყო, ფერადი სკანერი, რომელიც დაკავშირებული იქნება ქსელთან და ჩქარ პრინტერებთან). ქაღალდის ზომა უნდა იყოს A4 და შეხვედრის დასაწყისში ფოტოკოპირების ხელსაწყოსთან ხელმისაწვდომი უნდა იყოს მინიმუმ ხუთი (5) ყუთი (რომელიც შეიცავს 500 ფურცლიან 5 შეკვრას, მინიმუმ 75 გ/მ2), რომელიც უნდა შეივსოს მოთხოვნის მიხედვით მთელი შეხვედრის განმავლობაში და დღეში ორჯერ უნდა შემოწმდეს დარჩენილი მარაგი. ერთ-ერთ ოთახში (სასურველია ცალკე გამოყოფილ ოთახში) უნდა განთავსდეს ერთი ჩქარი ქსეროქსის დანადგარი (80 ppm) ორივე მხარეს ამობეჭდვის ფუნქციით, სტეპლერი და ორნახვრეტიანი დიროკოლი და A4 ფორმატის ქაღალდის საკმარისი რაოდენობა დოკუმენტების რეპროდუცირებისათვის.
ზ) თარჯიმანების პატარა ოთახი თარგმანის კაბინებთან ახლოს;
თ) მონაწილეების მისაღები და სარეგისტრაციო ადგილი (სარეგისტრაციო მაგიდით და სადენიანი ინტერნეტ კავშირით) მოთხოვნების ცხრილში მოცემული განმარტების და მოთხოვნების შესაბამისად;
ი) ინტერნეტ კაფე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება როგორც უსადენო ლოკალური ქსელით, სამი (3) – ხუთი (5) პერსონალური/პორტატული კომპიუტერით, ასევე ხუთი (5) სადენიანი Ethernet ქსელით მონაწილეების პორტატული კომპიუტერებისთვის, ინტერნეტ კაფეში შეხვედრის დასაწყისისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთი (1) პრინტერი A4 ფორმატის ქაღალდით (ხუთი (5) ყუთი, რომელიც უნდა შეიცავდეს 5 შეკვრას, თითოს ხუთასი (500) ფურცლით, მინიმუმ 75 გ/მ2–აინი), რომელიც უნდა შეივსოს მოთხოვნის მიხედვით მთელი შეხვედრის განმავლობაში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის დენის წყაროები ევროპული ელექტრო ბუდეებით პორტატული კომპიუტერებისთვის და ბატარეების ხელახალი დატენვისთვის. კარტრიჯი და დენიის ადაპტერები ხელისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნისამებრ; განთავსებული უნდა იყოს მაგიდები და სკამები სამუშაო ადგილებისთვის და მაგიდა პრინტერისთვის;
კ) „ფინჯან ყავაზე“ შესვენების ადგილი;
ლ) ყველა ოთახს და სარეგისტრაციო ადგილს უნდა ჰქონდეს საკეტიანი კაბინები პორტატული კომპიუტერების, ხელჩანთების და სხვა პერსონალური ნივთების შესანახად;
მ) დახურული ზონა სამედიცინო მომსახურებისთვის;
ნ) შესანახი ოთახი ყველა სახის ცარიელი საგნისთვის (2–3 ჩემოდნებისა და ცარიელი მუყაო ყუთებისთვის დაახლოებით 8 m3)
2. ოთახები აღჭურვილი უნდა იყოს ავეჯით, მოწყობილობით და საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორც მოცემულია მოთხოვნების ცხრილში. ელექტროენერგია შეხვედრის ჩატარების ადგილას უზრუნველყოფილი უნდა იყოს UPS საშულებებით.
3. ბოთლებში ჩამოსხმული წყალი გამოყოფილი უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის, ყველა ოთახისთვის და სარეგისტრაციო პერსონალისთვის. ყავა, ჩაი და მსუბუქი გამაჯანსაღებელი სასმელები აგრეთვე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ზემოთ აღნიშნულ ოთახებში;
4. შეხვედრის ჩატარების ადგილი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოთხოვნების ცხრილში მითითებულ დღეს და დროს, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს მისი მოწყობა (ლოჯისტიკა და IT)
5. ყველა ოთახი/ტერიტორია სრულად უნდა იყოს აღჭურვილი პორტატული/პერსონალური კომპიუტერებით, გარდა ITU-ს მიერ გამოყოფილი ოთახისა და ოპერატიული პრინტერებით ლურჯ/მწვანე ლოკალურ ქსელზე, ისე როგორც მითითებულია მოთხოვნების ცხრილში.
III. ტრანსპორტირება
1. უნდა გამოიყოს მანქანა, მძღოლით, რომელიც აეროპორტში ჩამოსვლის მომენტიდან გამგზავრებამდე მოემსახურება ITU -ს არჩეულ ოფიციალურ პირებს, დამატებით ერთი მომსახურების მანქანა ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი სამუშაო დღიდან ITU-ს დაცვისთვის, დაცვის კოორდინატორისთვის და პროტოკოლის ოფიცერისთვის შეხვედრის განმავლობაში.
2. ITU-ს პერსონალისა და მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტი აეროპორტიდან მათ სასტუმროებამდე და შეხვედრის დასასრულს აეროპორტში მიყვანით. შეხვედრების დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგულარული რეისები სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიიდან“ სოციალური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს შორის და პირიქით.
3. VIP პირებისთვის საჭიროებისამებრ, პერსონალური სპეციალური მანქანა, მძღოლით, მათი ღონისძიებებზე დასწრების განმავლობაში, აეროპორტიდან წამოყვანის და აეროპორტში წაყვანის ჩათვლით.
4. ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები ITU-ს სათაო ოფისიდან ღონისძიების ჩატარების ადგილამდე, შეხვედრის სათნადოდ ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის უზრუნველყოფა.
IV. ადგილობრივი მომსახურე პერსონალი უზრუნვეყოფილ უნდა იქნას მთავრობის მიერ
ძირითადი პერსონალი
1. შეხვედრის სათანადოდ ჩატარების მიზნით, მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის შერჩევა. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალის ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს შეხვედრის მოთხოვნების ცვლილებების შესაბამისად.
ა) ერთი IT კოორდინატორი, ქსელის სისტემის ინჟინრების და ტექნიკოსების ჯგუფი, რომელშიც შევა ოფისის აპარატურის მინიმუმ ერთი (1) ტექნიკოსი;
ბ) ოპერატორები და ტექნიკოსები, რომლებიც შეხვედრის დარბაზში უზრუნველყოფენ მოწყობილობების გამართულ მუშაობას, ასევე დისკუსიების აუდიო-ვიდეო ჩაწერას.
გ) ოთხი (4) შვეიცარი შეხვედრების დარბაზის მომსახურებისათვის;
დ) ორი (2) რეგისტრატორი/მდივანი რეგისტრაციის მაგიდასთან, რომლებიც ასევე საჭიროებისამებრ, დახმარებას გაწევენ;
ე) ერთი (1) ფოტოგრაფი;
ვ) პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ნივთების გადატანას, შეხვედრის დაწყებამდე და მისი დამთავრების შემდეგ;
ზ) აეროპორტში დამხვედრი პირები და ინფორმატორები;
თ) დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შეხვედრის უსაფრთხო ჩატარება და დამსწრე პირების ჩხრეკა.
ი) სერვისის მომწოდებლები: მთავრობას უნდა ქონდეს 24 საათიანი მხარდაჭერა სერვის პროვაიდერებისაგან კრიტიკულ სიტუაციებში.
V. დოკუმენტაცია
შეხვედრებზე უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტებს. ყველა დოკუმენტი გამოქვეყნდება შეხვედრისათვის შექმნილ ITU-ს ვებ-გვერდზე და არ დაურიგდებათ მონაწილეებს ნაბეჭდი ასლის ფორმით, გარდა პროგრამისა და დასკვნითი დოკუმენტის პროექტისა. ეს დოკუმენტი ამობეჭდილ უნდა იყოს ფოტოპრინტერზე სამდივნოსთვის (A4 ფორმატი, მარჯვენა/მარცხენა გვერდით, სორტირებული და აკინძული ორ ნახვრეტიანი ასაკინძით). პროგრამა (დაახლოებით 30 გვერდი) უნდა დაიბეჭდოს ფერად, პრიალა ქაღალდზე WTIS სიმპოზიუმის დაწყებამდე.
VI. სასტუმრო
1. ITU ს ოფიციალური პირებისათვის საცხოვრებელი უნდა შეირჩეს შეხვედრის ჩატარების ადგილას (ან შეხვედრის ჩატარების ადგილთან რაც შეიძლება ახლოს. გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტირებაც). ITU-ს ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული ზომები უნდა მოიცავდეს რეგისტრაციის და გაწერის პროცედურებს საშტატო განრიგში მითითებული ჩამოსვლა/გამგზავრების თარიღების შესაბამისად. ინტერნეტის საფასური უნდა შედიოდეს საცხოვრებლის საფასურში.
2. რეკომენდებულია სასტუმროების სია, რომლებზეც მითითებული იქნება შეთანხმებული განაკვეთები, გამოქვეყნდეს ITU ს შეხვედრების ვებ-გვერდზე.
VII. ინფორმაცია მონაწილეებისათვის
ძირითადი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ITU ს ოფიციალური შეხვედრების ვებ-გვერდს, რომელიც შეიმუშავა და რომელსაც კურირებს ITU. ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ინფორმაციას ტურიზმზე, ღონისძიების ჩატარების ადგილზე, შეხვედრის ოთახების მდებარეობაზე, შემოთავაზებულ სასტუმროებზე რუკებით, ბანკის მომსახურების წესებზე (უცხოური ვალუტის გადაცვლის წესები, გადაცვლის პუნქტების ადგილმდებარეობა, ბანკომატების ადგილმდებარეობა და სხვა). ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას რაც სტუმრის ვიზიტს უფრო სასიამოვნოს და ეფექტურს გახდის. აღნიშნული ინფორმაცია ასევე შეიძლება ჯიბის-გზამკვლევის ფორმით მიეწოდოს მონაწილეებს.
დანართი 3
IT მოთხოვნები
(უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის მიერ უსასყიდლოდ)
I. ინფორმაციული ტექნოლოგიის (IT) საერთო მოთხოვნები
1. ამ შეთანხმების IX მუხლის შესაბამისად, მთავრობამ უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება ITU-სთვის IT ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის და მომსახურებების უსასყიდლო წვდომისათვის იმ ფორმით, რომელსაც ITU ადეკვატურად ჩათლის შეხვედრების სათანადოდ უზრუნველყოფისათვის და რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთივე ფუნქციურ ეფექტურობას, როგორსაც ITU-ს სათაო ოფისებში.
2. მთავრობამ აღჭურვილობის შერჩევის პროცესში უნდა ჩართოს ITU. ნებისმიერი შერჩეული მოწყობილობა შეკვეთამდე უნდა მოიწონოს ორივე მხარემ.
3. შეხვედრების ადგილი და ყველა წინასწარი ინფორმაცია და კომუნიკაციების ტექნოლოგია (ICT) და ელექტრო ინფრასტრუქტურა დამონტაჟებულ უნდა იქნას წინასწარ, მოსამზადებელი სამუშაოების შესრლებისთვის მოთხოვნათა ცხრილში მითითებული ბოლო ვადების დაცვის მიზნით. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სტაბილური და შესაბამისი ენერგომომარგება, რომელიც გამყარებული იქნება უწყვეტი დენის წყაროებით IT აღჭურვილობისათვის.
4. ორივე მხარის IT ჯგუფებმა უნდა იმუშაონ ერთობლივად, რათა განისაზღვროს ინფრასტრუქტურისა და მომსახურეობების მოწოდების ზუსტი ვადები.
II. შეხვედრის მონაწილეთა ‘’მწვანე შიდა ქსელი“ (“Green-LAN”), უსადენო შიდა ქსელის ჩათვლით
1. Green-LAN გამიზნულია იმისათვის, რომ უზრუნველყოს უწყვეტი ინტერნეტ კავშირი შეხვედრის ყველა მონაწილესთვის, ასევე ოფისებისთვის (სარეგისტრაციო მაგიდის ჩათვლით) და დამატებითი მომსახურებებისთვის, როგორიცაა ინტერნეტ კაფეები და ა.შ.
2. უნდა არსებობდეს სათანადო უსადენო შიდა ქსელის წვდომის წერტილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს დაახლოებით 300 (სამასი) მონაწილისა და ITU-ს წარმომადგენელისთვის დააახლოებით 400 (ოთხასი) უსადენო მოწყობილობა შენობებში (მაგ: შეხვედრის ოთახი, ოფისები, ინტერნეტ კაფე, პრესისთვის გამოყოფილი ადგილი).
ა) უსადენო ქსელის მოცულობა (გამტარუნარიანობა) თითოეული შეხვედრების ოთახისათვისა და სამუშაო ფართობისათვის უნდა იყოს მინიმუმ ოთახის მოცულობის ტოლი (მაგ: წარმოიდგინეთ, რომ ყველა მონაწილემ და ITU-ს წარმომადგენელმა მოისურვა თავიანთი ლეპტოპების, PDA-ს და ტელეფონების დაკავშირება ერთდროულად).
ბ) უსადენო ქსელი უნდა იყოს 802.11a, b, g, n და Wi-Fi თავსებადი (დამატებით შეხვედრის თარიღისათვის მიღებული ნებისმიერი ახალი მიღებული სტანდარტისა);
გ) უსადენო ქსელს უნდა ჰქონდეს საერთო შიფრირების პროტოკოლების მხარდაჭერა (მაგ: WEP, WPA, WPA2);
დ) ნორმალური დატვირთვის პირობებში ping-ის რეაგირების საშუალო დრო კომპიუტერიდან გასვლის წერტილამდე არ უნდა აღემატებოდეს 20 (ოცი) მილიწამს;
ე) საშუალო გამტარიანობა, ყოველი ჩართული ლეპტოპისათვის უნდა იყოს 3მგბ/წმ და მეტი;
ვ) უსადენო წვდომის წერტილები უნდა გაკონტროლდეს ცენტრალურად, წვდომის წერტილების სწრაფი, თუ შესაძლებელია ავტომატური, რეკონფიგურაციის შესაძლებლობის მიცემის მიზნით, შეხვედრის ოთახებში ცვლადი დატვირთვის პირობებში ადაპტირების და ვირუსული პრობლემების შემთხვევაში ინდივიდუალური ლეპტოპების ბლოკირებისათვის.
ზ) გადაცემის SSID უნდა დაყენებულ იქნას ITU-ს მოთხოვნების შესაბამისად.
III. უსადენო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სადენიანი ქსელის სავალდებულო გამოყენება
1. უსადენო ქსელის ინფრასტრუქტურა უნდა შემოწმდეს დატვირთვაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია შეხვედრების ოთახების სრული მოცულობის უზრუნველყოფა.
2. მთავრობამ წინასწარ უნდა წარუდგინოს ITU-ს დაგეგმილი უსადენო ქსელის გადაწყვეტის ვარიანტი, რათა მიღწეულ იქნას ზემოხსენებული მიზნები.
3. სადენიანი სწრაფი შიდა ქსელის დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს ITU-ს ოფისებში, სარეგისტრაციო ადგილებზე, ინტერნეტ კაფეებში, შეხვედრის ოთახების სათაო მაგიდასთან/პოდიუმთან და ყველა საჭირო სამსახურებთან.
IV. სისტემისა და ქსელის უსაფრთხოება
1. არაავტორიზებული შეღწევისა და იერიშებებისაგან ქსელის ინფრასტრუქტურია დაცვის მიზნით მიღებულ უნდა იქნას შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. ქვექსელები, სადაც შეერთებული იქნება შეხვედრის მონაწილეები და ITU-ს წარმომადგენლები ასევე დაცული უნდა იყოს Access Control Lists and firewalls -ების ტექნოლოგიების გამოყენებით.
2. როგორც წესი, ქსელის მოწყობილობასა და კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს უახლესი საკომუტაციო სტაბილური ვერსიები.
3. საერთო პრაქტიკის თანხმად, კომპიუტერების (მაგ: ინტერნეტ კაფეებში), რომელთა დანიშნულებაა ვებ გვერდების დათვალიერება, კონფიგურაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მომხმარებელმა ვერ შეძლოს მოწყობილობის დამონტაჟება, შენახვა ან გამოთიშვა.
4. ITU უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას, სამუშაო დოკუმენტაციის ნაწილის სახით.
V. ტელეფონები
სპეციფიკაციები
1. მობილური ტელეფონები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ITU-ს პერსონალისთვის ჩამოსვლიდან პირველივე დღეს. აღნიშნული ტელეფონები გადანაწილდება ადგილზე ITU-ს შეხედულებისამებრ. ITU-ს მთავარ წარმომადგენლებს (განისაზღვრება ITU-ს მიერ) უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო წვდომა თავიანთი მობილური ტელეფონებიდან. ამასთან, საერთაშორისო წვდომის სიმ-ბარათები და წინასწარი გადახდის ბარათები მობილური ტელეფონებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაყიდად შეხვედრების ჩატარების ადგილებზე.
2. გამოყოფილი ტელეფონების ნომრების სია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ITU-სათვის მინიმუმ 2 (ორი) კვირით ადრე შეხვედრების დაწყებამდე.
VI. პრინტერები
პრინტერები (მინიმალური მოთხოვნები)
მინიმუმ 32 (ოცდათორმეტი) გვერდი/წთ-ის წარმადობის სანდო ქსელური ლაზერული პრინტერები, შავ-თეთრი, ერთი ორმხრივი ბეჭდვის A4 და A3 ფორმატის , აქედან ერთ-ერთი ფერადი.
სანდო და მაღალი სისწრაფის ქსელური ლაზერული პრინტერები, შავ-თეთრი, ზუსტი მახასიათებლები დადგინდება პროექტის განსაზღვრის დროს, რომელიც უნდა გამოიყენოს ღონიძიების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილე ჯგუფებმა და ინტერნეტ კაფეებში.
ტონერები, ადგილზე ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილების ჩათვლით.
IT კოორდინატორი პასუხისმგებელი იქნება ITU-თანმშრომლების ლეპტოპებისთვის პრინტერების/სკანერების კონფიგურირებაზე.
VII. პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები
1.მთავრობის მიერ მოწოდებულ სერვერებზე, პერსონალურ კომპიუტერებზე და ლეპტოპებზე ინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
2. ITU უზრუნველყოფს მთავრობას პერსონალურ კომპიუტერებზე და ლეპტოპებზე დასაინსტალირებელი პროგრამული უზრუნველყოფის საჭირო დეტალებით, ასევე სერვერების კონფიგურაციის მოთხოვნებით, შეხვედრების დაწყებამდე 2 (ორი) თვით ადრე, აქედან გამომდინარე, მთავრობას შეძლებს საჭირო სალიცენზიო შეთანხმებების მიღწევას.
VIII. მომსახურების მომწოდებლები
1. წინამდებარე დანართის შესრულებისათვის მთავრობამ უნდა მოიპოვოს შერჩეული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყობის მომწოდებლის მხარდაჭერა. მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს ადგილის შესწავლას, შემუშავებას, შესრულებას და გადაწყვეტების მომსახურებას. ნებისმიერ შემთხვაში, ITU უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომსახურების მომწოდებლების საკონტაქტო ინფორმაციით.
2. მომსახურების მომწოდებლება უნდა უზრუნველყონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე კომპონენტების 24x7 დახმარება.
[1] არამწეველთა უფლებები მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყველა ITU დაწესებულებაში.