„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.123.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 17.07.2014. 010250050.35.123.016212/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი“ ქვეპუნქტი:

„ა.ი) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას;“

2. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ზ) ანიჭებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს, წყვეტს ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, გამზირის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთისათვის ნომრების მინიჭებისა და შეცვლის საკითხებს;“
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. მერის წარმომადგენელი

1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

2. მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელთა ნუსხას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. მერის წარმომადგენელი:

ა) მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) მერის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) მერის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად;

ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;

ვ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

ზ) მერის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.

5. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 10 ოქტომბრიდან.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.10.2014.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 10.10.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.123.016256.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №46, 10.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2538379/