ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, წარმოდგენილი მისი სამდივნოს მიერ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების პროგრამის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 30.04.2014
ძალაში შესვლა 21.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №203/12
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
matsne.gov.ge 2,418 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.2014 მიღება
21.08.2014 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 23.12.2015 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 25.08.2016 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 20.09.2022 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 25.05.2016 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 21.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, წარმოდგენილი მისი სამდივნოს მიერ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, წარმოდგენილი მისი სამდივნოს მიერ შორის მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების პროგრამის განხორციელების შესახებ   საქართველოს მთავრობა (შემდგომში „მთავრობა“) და ევროპის უშიშროებისა და  თანამშრომლობის ორგანიზაცია (შემდგომში „ეუთო“), წარმოდგენილი მისი სამდივნოს მიერ (ეუთოს სამდივნო), შემდგომში ერთად „მხარეებად’’ წოდებულნი, ხოლო ინდივიდუალურად წოდებულნი:  ‘‘მხარედ’’; ითვალისწინებენ ეუთოს წევრი სახელმწიფოების მიერ  მცირე და მსუბუქი შეიარაღებისა და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების თაობაზე  აღიარებული პასუხისმგებლობების   მნიშვნელობას მათ სრულ და დროულ განხორციელებაზე, მათ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე არსებულ მარაგებთან მიმართებაში; ხელმძღვანელობენ საყოველთაოდ აღიარებული დემილიტარიზაციის  საჭიროებით და გაცნობიერებული აქვთ ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილების საჭიროება; აღიარებენ საჭიროებას, გააძლიერონ ნდობა და უსაფრთხოება შესაბამისი ზომების საშუალებით, რათა შეამცირონ რისკები და გამოწვევები, რომელიც გამოწვეულია საქართველოს ტერიტორიაზე ჭარბი ან განადგურების მოლოდინში მყოფი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების ფეთქებადი მასალების, და დეტონირების მოწყობილობების  არსებობიდან გამომდინარე; სურთ გამოხატონ ორმხრივი ნება გაანადგურონ არასაჭირო მცირე და მსუბუქი შეიარაღება და  საბრძოლო მასალის მარაგები; ხაზს უსვამენ სურვილს გაგრძელდეს საქართველოსა და ეუთოს არსებული თანამშრომლობა; აცნობიერებენ რა, ეუთოს შესაძლებლობას წვლილი შეიტანოს საქართველოს ძალისხმევაში აკუმულირებული ჭარბი და გამოუსადეგარი მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების მართვის, შეფასების, შეგროვების, მონიტორინგის, შენახვის და შემცირების პროცესში; სრულად სცემენ პატივს  ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებს, როგორც მთავრობასა და ეუთოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის  საფუძველს; აღიარებენ მთავრობის სურვილს მიანიჭოს ეუთოს და მის ოფიციალურ წარმომადგენლებს 1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ  დადგენილი პრივილეგიები და იმუნიტეტები; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 პროგრამის აღწერა მთავრობის ან მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (შემდგომში „ორგანო’’) დახმარების თხოვნის გათვალისწინებით, ეუთოს სამდივნო შეიმუშავებს და განახორციელებს მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების პროგრამას (შემდგომში „პროგრამა’’). პროგრამა ფოკუსირებული იქნება შემდგომ სამ (3) პრიორიტეტულ სფეროზე: 1)  ჭარბი მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების განადგურების პროექტები, მომავალი ჭარბი მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების განადგურებისათვის ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების ჩათვლით; 2)  საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების გაუმჯობესება მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ;      3)  საქართველოში მცირე და მსუბუქი შეიარაღების და ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის მარაგების უსაფრთხოებისა  და მართვის გაუმჯობესება. მუხლი 2🔗 პროგრამის განხორციელება ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში „მემორანდუმი’’) 1 მუხლში აღწერილი პროგრამა  განხორციელდება ეუთოს სამდივნოს მიერ მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (შემდგომში: ‘‘გაერო’’) მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამა უნდა შედგებოდეს ცალკეული, ურთიერთ შემავსებელი პროექტებისგან, მაგრამ თითოეული   განხორციელდება დამოუკიდებლად სხვა პროექტებისგან. თითოეული ინდივიდუალური პროექტის ფარგლები, დაწყების დრო, ხანგრძლივობა, განხორციელების პირობები და ბიუჯეტი ორმხრივად შეთანხმდება მთავრობასა და ეუთოს სამდივნოს შორის და დაკონკრეტებული იქნება ცალკეულ შეთანხმებაში (შემდგომში: ‘‘შეთანხმება’’), რომელიც ხელმოწერილი იქნება ამ მემორანდუმის ფარგლებში ეუთოს სამდივნოსა და კონკრეტული პროექტის განმახორციელებელ ორგანოს შორის. მუხლი 3🔗 პროგრამის ბიუჯეტი პროგრამა დაფინანსდება ბიუჯეტის მიღმა არსებული კონტრიბუციებით ეუთოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან (შემდგომში: ‘‘დონორი სახელმწიფოები’’) და ეუთოს ყოველწლიური ერთიანი ბიუჯეტის უფლებამოსილი საბიუჯეტო ასიგნებებით. ცალკეული ბიუჯეტი დამტკიცდება თითოეული პროექტისათვის. ეუთოს სამდივნო ყოველი პროექტის შეთანხმებას მოაწერს ხელს     პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებების დამტკიცების შემდგომ. მუხლი 4🔗 დროის მონაკვეთი და დაფინანსების მოთხოვნები პროგრამის განხორციელება დასრულდება ამ მემორანდუმის ძალაში შესვლიდან ხუთი (5) კალენდარული წლის განმავლობაში, რაც დამოკიდებული იქნება პროგრამის ღონისძიებებისათვის საჭირო შესაბამისი დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე. თუ განსახორციელებლად არ იქნა საკმარისი დაფინანსება, პროგრამის ღონისძიების ან მისი ინდივიდუალური ნაწილების განხორციელება ავტომატურად შეჩერდება საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფამდე. თუ მეტი დრო დაჭირდა პროგრამის განხორციელების დასრულებას, გაგრძელება ნებადართული იქნება მხოლოდ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში და  ამ მემორანდუმში   ცვლილების შეტანით, რომელსაც მხარეების მიერ ხელი მოეწერება ცალკეულ ოქმის სახით. თითოეული ინდივიდუალური პროექტის განხორციელების დასრულების დრო განისაზღვრება ამ პროექტის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში. თუ მეტი დრო დაჭირდა პროექტის განხორციელების დასრულებას, გაგრძელება ნებადართული იქნება მხოლოდ პროექტის შეთანხმებაში მხარეთა მიერ წერილობითი ცვლილების შეტანის გზით. ასეთი ვადის გაგრძელება მოხდება ამ მემორანდუმის ვადების ფარგლებში. მუხლი 5🔗 ეუთოს სამდივნოს პასუხისმგებლობა ამ მემორანდუმის დებულებების ფარგლებში, ეუთოს სამდივნო: 1.    ითანამშრომლებს მთავრობასთან, ორგანოსთან, დონორ სახელმწიფოებთან და გაეროსთან პროგრამის განვითარებისა და განხორციელების მიზნით; 2.   შესაბამისი რესურსების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, დაფარავს ყველა ოპერაციულ, ადმინისტრაციულ და სხვა ხარჯს, დაკავშირებულს პროგრამის განვითარებასა და განხორციელებასთან. დაფინანსება გაიხარჯება თითოეული პროექტის შესახებ შეთანხმებაში გაწერილი გადახდის განრიგისა და ეუთოს წესებისა და პროცედურების მიხედვითა და შესაბამისად; 3.  შეიძენს, ქირის ან შესყიდვის გზით თითოეული პროექტის განსახორციელებლად საჭირო საქონელს, მასალას, აღჭურვილობას, პროდუქტებსა (შემდგომში ყველა ერთად „მასალა’’) და მომსახურებას იმპორტის გზით ან ადგილობრივად ეუთოს მარეგულირებელი ნორმების, წესების, და პროცედურების შესაბამისად, რაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას,   როგორც დაკონკრეტებული იქნება შეთანხმებაში, ეუთოს სამდივნოს მიერ აღნიშნული პროექტისათვის გამოყოფილი ფინანსების ფარგლებში. ზოგიერთ შემთხვევაში თითოეული პროექტის განსახორციელებლად ეუთოს სამდივნომ შესაძლოა გამოიყენოს მის საკუთრებაში არსებული საქონელი, აღჭურვილობა და პროდუქცია. პროგრამის ან ინდივიდუალური პროექტის განხორციელების დასრულების ან ამ მემორანდუმის გაუქმების შემდგომ  იმ მასალაზე, რომელიც შეძენილ იქნა ამ პროგრამისა თუ პროექტის განხორციელების მიზნებისათვის, საკუთრების უფლება გადაეცემა მთავრობას ან ორგანოს ცალკეული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ასეთი შეთანხმება უნდა მოიცავდეს მთავრობის პასუხისმგებლობას მოამზადოს საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს ყველა დეტალს, ფინანსურის ჩათვლით, ამ საკუთრების გადაცემაზე და საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დეტალურ ინვენტარიზაციას; 4.   განახორციელებს შეთანხმებული პროგრამისა და თითოეული ინდივიდუალური პროექტის შესაბამის მონიტორინგს და ანგარიშს წარუდგენს ეუთოს თავმჯდომარეს, მუდმივ საბჭოს, უშიშროებისა და თანამშრომლობის ფორუმსა და დონორ სახელმწიფოებს. მუხლი 6🔗 მთავრობის პასუხისმგებლობა ამ მემორანდუმის დებულებების ფარგლებში მთავრობა: 1.  მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დაეხმაროს პროგრამის ეფექტურ განვითარებასა და განხორციელებას. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაზღვრით, პროგრამის კოორდინატორად (შემდგომში „კოორდინატორი’’). კოორდინატორი მთავრობის სახელით აწარმოებს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული  ყველა ღონისძიების ზოგად ზედამხედველობას, რომელიც შესრულდება მთავრობის მიერ, პროგრამის განხორციელებაში ჩართული ორგანოების ზოგადი კოორდინაციის  ჩათვლით; 2.  განახორციელებს პროგრამის განხორციელების მიზნით საჭირო ყველა ღონისძიებას  შეთანხმება(ებ)ში  განსაზღვრული შეთანხმებული გეგმების შესაბამისად; 3.   საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაეხმარება  ეუთოს ოფიციალურ პირებს, ეუთოს ან პროგრამის განვითარებასა და განხორციელებაში  ან მის მონიტორინგში ჩართული დონორი სახელმწიფოების აგენტებსა და ექსპერტებს, რათა მოიპოვონ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის, დარჩენის (დროებითი ცხოვრების უფლების ჩათვლით) და გამგზავრების უფლებამოსილება. აღნიშნული მოიცავს შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემასაც; 4.   უზრუნველყოს შესაფერისი პერსონალი თითოეული პროექტის განხორციელებისათვის თითოეული პროექტის შეთანხმებაში გაწერილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად. თანამშრომლები იმუშავებენ მთავრობის ან შესაბამისი ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ ეუთოს სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეუთო არავითარ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი იმ თანამშრომლებზე, რომლებიც დაქირავებული იქნებიან მთავრობის ან ორგანოს მიერ პროგრამის ფარგლებში პროექტების შესასრულებლად. მთავრობა და ორგანო იქნებიან პასუხისმგებელი პროგრამასთან დაკავშირებით დაქირავებულ თანამშრომელთა სამუშაოს შესრულებაზე  ან იქნებიან ამ პერსონალის დამქირავებლები ან უშუალოდ გააფორმებენ ხელშეკრულებებს მათთან; 5.  უზრუნველყოს, რომ მთავრობის პერსონალი და ნებისმიერი მესამე მხარე, რომელიც მთავრობის ან ორგანოს მიერ ჩართული იქნება პროგრამის განხორციელებაში, თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ეუთოს იმიჯზე და სტატუსზე ან რომელიც არ შეესაბამება ეუთოს მიზნებს, ამოცანებს და მანდატს; 6. მიაწოდოს  ეუთოს სამდივნოს ინფორმაცია პროგრამისა და პროექტის  განხორციელებასთან  დაკავშირებული ყველა ღონისძიების პროგრესის თაობაზე. მთავრობა ან ორგანო გაივლის კონსულტაციას ეუთოსთან თუ წარმოიქმნება ისეთი გარემოებები, რომელთაც ექნებათ უარყოფითი გავლენა რომელიმე მხარეზე ან/და საფრთხეს შეუქმნის ან ხელს შეუშლის პროგრამისა ან პროექტის ამოცანების მიღწევებს ან მის ამოცანებს და შედეგებს, პროგრამისა და პროექტების სამუშაო გეგმებისა და ფინანსური რესურსების  გადახედვის კუთხით, თუ ეს გადახედვა შესაბამისობაში იქნება ეუთოს მარეგულირებელ ნორმებთან, წესებთან და პროცედურებთან; 7.  უზრუნველყოს, რომ პროგრამისა და პროგრამის მიღწევების შედეგების წარმატებით  განხორციელებისათვის საჭირო მისი  ეროვნული წვლილი, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამის საპროექტო დოკუმენტებში, ხელმისაწვდომი იქნება დროულად და სწორად; 8.  დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეუთოს სამდივნოს ან კონტრაქტორებს პროგრამასთან, მის შესრულებასთან ან მისი გაგრძელების მიზანშეწონილობასა და სტაბილურობასთან, ან ამ მემორანდუმით ან პროექტის დოკუმენტებით გათვალისწინებული მთავრობის პასუხისმგებლობებთან  დაკავშირებული მოხსენებები, რუკები, ანგარიშები, ჩანაწერები, განცხადებები, დოკუმენტები და სხვა არასაიდუმლო ინფორმაცია მოთხოვნისამებრ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებული იქნება ნებისმიერი მხარის მიერ, რომელსაც მინიჭებული ექნება საიდუმლოების ხარისხი „საიდუმლო’’ არ გამჟღავნდება ან გამოიყენება ამ მემორანდუმში გათვალისწინებული მიზნების გარდა, იმ მხარის თანხმობის გარეშე, რომელმაც მიაწოდა ეს ინფორმაცია. ეს ვალდებულება არ გაუქმდება ამ მემორანდუმის შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდგომ; 9.  პასუხისმგებელია  პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ  ყველა ფინანსურ საკითხზე ეუთოს სამდივნოს ან დონორი სახელმწიფოების მიერ პირდაპირ მთავრობისათვის ან ორგანოსათვის მიწოდებული სახსრებზე და იქნება ანგარიშვალდებული  ეუთოს სამდივნოს წინაშე ეუთოს სამდივნოს ან დონორი სახელმწიფოების მხრიდან მიღებული სახსრების შესაბამის მართვასთან დაკავშირებით. ორგანო მოამზადებს კვარტალურ შუალედურ ანგარიშებს და გაუგზავნის ეუთოს სამდივნოს. ორგანო ასევე გაუგზავნის ეუთოს სამდივნოს დეტალურ ფინანსურ და თხრობით ანგარიშებს თითოეული პროექტის დასრულებიდან ოცდათერთმეტი (31) დღის შემდეგ. მთავრობა მოამზადებს საბოლოო ანგარიშს მთლიანად პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც გაეგზავნება ეუთოს სამდივნოს პროგრამის განხორციელების დასრულებიდან ან ამ მემორანდუმის შეწყვეტიდან ოცდათერთმეტი (31) დღის შემდეგ, იმისდა მიხედვით, რომელიც იქნება უფრო გვიან; 10.   ა) უზრუნველყოს, რომ პროგრამის განხორციელებისათვის შეძენილი ან განკუთვნილი ყველა მასალა გამოიყენება მხოლოდ პროგრამის განხორციელებისათვის. პროგრამის განხორციელების დასრულების ან მემორანდუმის გაუქმების შემდგომ, რომელიც უფრო გვიან იქნება, თუმცა არაუგვიანეს დასრულებიდან ოცდაათი (30) დღისა, უნდა მომზადდეს ეუთოს სამდივნოს მიერ პროგრამის განხორციელებისათვის შეძენილი და მთავრობის ან ორგანოს სარგებლობაში არსებული მასალების დეტალური ინვენტარიზაცია, მათი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის  ჩათვლით; ბ) ეუთოს სამდივნოს მიერ პროგრამის განხორციელებისათვის მიწოდებული  ნებისმიერი მასალა, რომელიც იყო მიწოდებული მისი საკუთრებიდან, დარჩება ეუთოს ექსკლუზიურ საკუთრებაში და დაუბრუნდება ეუთოს სამდივნოს პროგრამის განხორციელების დასრულების ან მემორანდუმის გაუქმების შემდგომ ორმოცდახუთ (45) დღეში, რომელიც უფრო გვიან იქნება; გ) თუ ეუთოს სამდივნო პროგრამის განხორციელებისათვის შეძენილი მასალების  საკუთრების უფლებას გადასცემს მთავრობას ან ორგანოს ცალკეული შეთანხმების საფუძველზე, საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს სრულ დეტალებს, ფინანსურის ჩათვლით, ამ გადაცემის თაობაზე და მას უნდა დაერთოს დეტალური ინვენტარიზაცია, როგორც საბოლოო ანგარიშის ნაწილი; 11.  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს პროგრამის განვითარებისა და განხორციელებისათვის გამოყენებული ქონების უსაფრთხოება და დაცვა  პროგრამის განვითარებისა და განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში. მუხლი 7🔗 საბაჟო გადასახდელები და გადასახადები 1.   საქართველოს მთავრობა ეუთოს სამდივნოს ან/და მისი მომწოდებლების  მიერ პროგრამის ჩამოყალიბების და განხორციელებისათვის ლიზინგით ან შესყიდვის გზით მიღებულ ყველა მასალასა და მომსახურებას   გაათავისუფლებს ყველა სახის გადასახადისა და გადასახდელისაგან და ნებისმიერი სხვა სავალდებულო გადასახდელისაგან. 2.   პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროქტის მიზნებიდან გამომდინარე, მთავრობა გაათავისუფლებს მასალებს  საბაჟო გადასახდელებისაგან და გადასახადებისაგან, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას მასალების საქართველოს ტერიტორიაზე  იმპორტის/ექსპორტის დროს; 3.    თუ ეუთოს სამდივნო შეიძენს მასალებს ისეთ ფასად, რომელიც უკვე შეიცავს 7.1 მუხლში გათვალისწინებულ გადასახადებს, მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა აუნაზღაუროს  ამ გადასახადებისა და გადასახდელების ოდენობა. მუხლი 8🔗 უსაფრთხოების შეზღუდვები 1.  მასალების იმპორტ/ექსპორტი და მათი გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე მოხდება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად. 2.   მთავრობა არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს ზემოხსენებულ უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობას. მუხლი 9🔗 შეფასება 1.   ეუთოს სამდივნო მთავრობასთან ან ორგანოსთან თანამშრომლობით წარუდგენს ეუთოს თავმჯდომარეს, მუდმივ საბჭოს, უშიშროებისა და თანამშრომლობის ფორუმს, ისევე როგორც დონორ სახელმწიფოებს, რეგულარულ შუალედურ ანგარიშებს პროექტების განხორციელებაზე  და პროგრამის განხორციელების საბოლოო ანგარიშს. საბოლოო ანგარიში გაიგზავნება პროგრამის განხორციელების დასრულებიდან ორმოცდახუთი (45)  კალენდარული დღის შემდეგ. 2. თითოეული ანგარიში უნდა მოიცავდეს თხრობით ნაწილს და ფინანსურ ნაწილს. თხრობითი ნაწილი უნდა მოიცავდეს პროექტის ამოცანების მოკლე გამეორებას, შესრულებული ღონისძიებების მიმოხილვას, ინფორმაციას  მიღწეული ამოცანების შესახებ, პრობლემებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა და მათ გადაწყვეტას, ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, პროექტის რეალურ ან მოსალოდნელ ზეგავლენას სამიზნე არეალზე ან მოსახლეობაზე. ფინანსური ნაწილი უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ფინანსურ სტატუსზე, მათ შორის, მიმდინარე და მომავალ შემოსავალზე და გასავალზე, თითოეულ ნივთზე, რომელიც  ნახსენებია ბიუჯეტში. მას თან უნდა ერთოდეს მხარდამჭერი დოკუმენტაცია. 3.    როგორც შეთანხმებებში იქნება გათვალისწინებული, ეუთოს სამდივნოს ან დონორ სახელმწიფოს შეუძლია გამოყოს ექსპერტები, რათა აწარმოონ საბოლოო კონტროლი პროგრამისა ან მისი რომელიმე პროექტის  განხორციელებაზე. მუხლი 10🔗 ვალდებულებები 1.  მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ ან ყველა ზიანზე ან დანაკარგზე ან საჩივარზე, რაც გამოწვეული ან ინიციირებული იქნება მესამე მხარეთა მიერ   ეუთოს მიმართ პროგრამის განხორციელების ან მისი  შედეგიდან გამომდინარე,  მთავრობის ქმედებებისა თუ უმოქმედობის გამო. პროგრამის განვითარებისა და განხორციელების  დროს ეს დებულება არ გამოიყენება, თუ საჩივარი ან სამოქალაქო ვალდებულება გამოწვეულ იქნა უხეში დაუდევრობით ან განზრახ გადაცდომით, ეუთოს, მისი ოფიციალური წარმომადგენლების ან პირების მიერ, რომლებიც მომსახურებას უწევენ ეუთოს, მიუხედავად ამ მემორანდუმის მე-14 მუხლის დებულებებისა. 2.   მთავრობა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება და დაცვა ეუთოს, მისი ოფიციალური წარმომადგენლების ან პირების, რომლებიც მომსახურებას უწევენ ეუთოს  პროგრამის განვითარებისა და განხორციელების სრული პერიოდის განმავლობაში, რომლებიც საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3.    ეუთო, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, აგენტები  ან პირები ვინც მომსახურებას უწევენ ეუთოს და ნებისმიერი სხვა პირები, რომელიც პროგრამის განხორციელების მიზნით   იმყოფებიან ეუთოს ზედამხედველობის ქვეშ, რომლებიც თავს შეიკავებენ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს ეუთოს იმიჯზე და სტატუსზე ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 11🔗 საჯაროობა გამოცემებში, სიტყვით გამოსვლებში და პრესრელიზებში, ან ნებისმიერ სხვა აუდიოვიზუალურ ატმოსფეროში მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით,  აღიარებს ფაქტს, რომ ეუთო აფინანსებს და ახორციელებს  პროექტს/პროგრამას და სათანადოდ აღიარებს ეუთოს როლს შემდგომში კი ახსენებს დონორებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ თითოეული ღონისძიების განხორციელებაში ამ მემორანდუმის შესაბამისად. მუხლი 12🔗 პროგრამის შედეგის ფლობა და გამოყენება პროგრამის განხორციელების დროს წარმოშობილი ან მასთან დაკავშირებული ყველა უფლება, სახელწოდება და ინტერესი, საავტორო უფლება და პატენტი, ინდუსტრიული და ინტელექტუალური საკუთრების უფლება, ნებისმიერ წარმოებულ ნივთზე და გამოგონებაზე ან ნებისმიერ ანგარიშზე და სხვა წარმოებულ დოკუმენტზე  თავს მოიყრის ექსკლუზიურად ეუთოში. ამ ნივთების ნებისმიერი გამოყენება მოითხოვს ეუთოს სამდივნოს წინასწარ თანხმობას. მუხლი 13🔗 დავების გადაწყვეტა დავები, რომლებიც წარმოიშობა ამ მემორანდუმთან დაკავშირებით ეუთოსა და მთავრობას ან ორგანოს შორის და ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების ან სხვა შეთანხმებული დავების გადაწყვეტის გზით, გადაეცემა არბიტრაჟს ნებისმიერი მხარის მოთხოვნით. თითოეული მხარე არაუმეტეს ოცდაათი დღისა დანიშნავს ერთ არბიტრს და ორი დანიშნული არბიტრი დანიშნავს მესამე არბიტრს თხუთმეტი დღის ვადაში, რომელიც იქნება თავმჯდომარე. თუ რომელიმე მხარე არ დანიშნავს არბიტრს ოცდაათ დღეში ან დანიშნული არბიტრები თხუთმეტი დღის ვადაში არ დანიშნავენ მესამე არბიტრს, ნებისმიერი მხარეს უფლება აქვს მოთხოვოს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს დანიშნოს არბიტრი. არბიტრაჟის პროცედურები დადგინდება არბიტრების მიერ და არბიტრაჟის ხარჯებს გაიღებენ მხარეები, როგორც გადაწყვეტენ არბიტრები. არბიტრაჟის ადგილი იქნება სტოკჰოლმი და არბიტრაჟის საპროცესო ენა იქნება ინგლისური. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება იქნება უნდა მოიცავდეს განცხადებას,  რომელზეც იგი არის დაფუძნებული  და მხარეები აღიარებენ მას, როგორც დავის საბოლოო გადაწყვეტას. მუხლი 14🔗 პრივილეგიები და იმუნიტეტები პროგრამის განხორციელების ფარგლებში ეუთოს, მის საკუთრებას, სახსრებს და აქტივებს და მის ყველა  ოფიციალურ წარმომადგენელს, ისევე როგორც ნებისმიერი მოცულობით მომუშავე საერთაშორისო დამკვირვებლებს, ექსპერტებს, ინსპექტორებს და დამატებით პერსონალს მთავრობა მიანიჭებს 1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ  დადგენილ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს. მუხლი 15🔗 ძალაში შესვლა, შეჩერება, შეწყვეტა და ცვლილებები 1. ეს მემორანდუმი ძალაში შევა საქართველოს მხრიდან მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი  შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ შეტყობინების შემდეგ. 2.ნებისმიერ მხარეს მეორე მხარის წერილობითი შეტყობინებით შეუძლია შეაჩეროს პროგრამის დახმარება თუ მიიჩნევს, რომ არსებობს პირობები, რომლებიც ხელს უშლიან ან საფრთხეს უქმნიან ხელი შეუშალონ პროგრამის წარმატებით დასრულებას ან  მისი მიზნების  შესრულებას. ამ მხარეს შეუძლია იგივე ან მომდევნო შეტყობინებით აცნობოს პირობები, რომლის შემდგომ შესაძლებელი იქნება პროგრამისათვის მისი დახმარების გაგრძელება. ნებისმიერი ასეთი შეჩერება გაგრძელდება იქამდე სანამ ეს პირობები არ იქნება მისაღები მეორე მხარისათვის, რომელიც გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომ იგი მზადაა გააგრძელოს მისი დახმარება. 3. მხარეებს შეუძლიათ შეაჩერონ პროგრამის ან პროექტის განხორციელება მთლიანად ან ნაწილობრივ თუ წარმოიშვა გარემოებები (ფორს მაჟორი), რომელიც აძნელებს ან საშიშს ხდის განხორციელების გაგრძელებას. თუ ეს მემორანდუმი არ შეწყდა 15.4 მუხლის დებულებების შესაბამისად მხარეები შეეცდებიან შეჩერების ხანგრძლივობა  დაიყვანონ მინიმუმამდე და გააგრძელონ პროგრამის განხორციელება, როგორც კი პირობები საშუალებას მიცემენ და პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირებისა და საკუთრების უსაფრთხოება და დაცვა იქნება გარანტირებული. შეჩერების დრო დაემატება პროგრამის განხორციელების ან შესაბამისი პროექტის ვადას, როგორც გათვალისწინებულია  ამ მემორანდუმში ან პროგრამისა ან შესაბამისი პროექტების იმპლემენტაციის შეთანხმებებში. 4. ეს მემორანდუმი ძალაში დარჩება მე-4 მუხლის შესაბამისად, თუ იგი არ შეწყდება დროზე ადრე რომელიმე მხარის მიერ წერილობით არაუადრეს წინასწარი ოცდაათ  (30) დღიანი შეტყობინებით. 5.  ამ მემორანდუმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს. ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად საჭირო დამატებითი პირობები, მათ შორის ისინი, რომლებიც  შესაძლოა მოითხოვონ დონორმა სახელმწიფოებმა, ასევე მიღებულ უნდა იქნეს წერილობით  მხარეთა მიერ. მუხლი 16🔗 ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმებები 1.   ამ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული ყოველი ინდივიდუალური პროექტისათვის გაფორმდება ცალკეული შეთანხმება ეუთოს სამდივნოსა და ორგანოს შორის. მემორანდუმსა და შეთანხმებას(ებს)  შორის არსებული შეუსაბამობებისა და წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაში, მემორანდუმს ექნება უპირატესი ძალა. შესრულებულია 2014 წლის 30 აპრილს, ქ. ვენაში ორ დედნად  თითოეული ინგლისურ და ქართულ ენებზე ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ მემორანდუმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.    საქართველოს მთავრობის სახელით                                              ეუთოს სამდივნოს სახელით  (ხელმოწერილია)                                                                                         (ხელმოწერილია)