⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2018)
გაუქმებულია:

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 10.10.2014
ძალის დაკარგვა 20.04.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.148.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 504 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2014 მიღება
20.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 სოფლებში
2 დასახლებათა შორის არეალში
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2014 წლის 10 ოქტომბერი ქ. გორი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის პირველი პუნქტის და  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი დანართი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. 2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 4🔗 სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 82 ლარი. მუხლი 5🔗 სათიბებისა და საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) სათიბებზე – 20 ლარი; ბ) საძოვრებზე – 16 ლარი. მუხლი 6🔗 ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ერთ ჰექტარზე 41 ლარი. მუხლი 7🔗 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი. მუხლი 8🔗 1. ამ დადგენილების მიზნებისათვის გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს: სოფლებში 0,5-ს; დასახლებათა შორის არეალში 0,4-ს.  2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 სოფლებში 0,24 0,5 0,12 2 დასახლებათა შორის არეალში 0,24 0,4 0,096 მუხლი 9🔗 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ​2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ქონების გადასახადიდან გათავისუფლდეს: ა) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებელი მიწის ნაკვეთები სრულად. ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებელი მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 30 (ოცდაათი) კვადრატულ მეტრს.