„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №176 |
|
2014 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 310150000.54.066.016062) „აეროდრომების სერტიფიცირების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სახელმძღვანელოს შესანახი ადგილი 1. აეროდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს ინახავს აეროდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი - ინახება სააგენტოში“. 2. აეროდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი“.
2. „აეროდრომის სერტიფიცირების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა"უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის და ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC 9859 (ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო) მოთხოვნებს. ,,აეროდრომის ფრენების უსაფრთხოების სახელმძღვანელო/პროგრამა" დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან“.
3. დანართ №1-ის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საშიშ მასალებთან მოპყრობა. ა) საშიშ მასალებთან მოპყრობის პროცედურები და შენახვასთან დაკავშირებული მონაცემები უნდა შეიცავდეს: ა.ა) აეროდრომზე სპეციალური ადგილის გამოყოფას ადვილად აალებადი სითხეების (მათ შორის – ავიასაწვავის) და სხვა ნებისმიერი საშიში მასალის (ადვილად აალებადი მყარი მასალების, კოროზიული სითხეების, შეჭირხნული აირების, დამაგნიტებული ან რადიოაქტიური ნივთიერებების) შესანახად; ა.ბ) საშიში მასალების დადგენილი წესით შემოტანას, შენახვას და დამუშავებას, აგრეთვე, მისგან გათავისუფლებას“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.10.2014.
- როდის იქნა მიღებული „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 16.10.2014. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №176. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016076.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.10.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „აეროდრომების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №267 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №176, 16.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2539893/