„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.152.016197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 10 ოქტომბერი

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებულ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში. კერძოდ, რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 16. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

  საკრებულოს წევრს (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება შემდეგი პრინციპებით:

    1. ხარჯების დათვლის პრინციპი:

  ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და ფრაქციების სხდომებზე  დასასწრებად  გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის, თითოეულზე 40 ლარის ოდენობით. ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი  ჩანაწერები.

 ბ) საკრებულოს წევრს მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის ყოველთვიურად ეძლევა 50 (ორმოცდათი) ლიტრი საწვავი.

     2. საკომუნიკაციო ხარჯების დათვლის პრინციპი.

  საკომუნიკაციო ხარჯები უნაზღაურდებათ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ჩართული არიან მობილური კავშირის კორპორატიულ ქსელში. ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით  თვეში – 20 ლარის ლიმიტის ფარგლებში.

     3. ხარჯების ანაზღაურების წესი

  ა) ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს და  კომისიების/ფრაქციების სხდომებში საკრებულოს წევრთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი   ჩანაწერების მიხედვით;

  ბ) საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით), განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.

მუხლი 2
   ძალადაკარგულად გამოცხადდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 8 მაისის №19 დადგენილება (დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ) (მაცნე 15 05 2013 190250000.35.152.016125)
მუხლი 3
     დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.  

 


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.10.2014.
როდის იქნა მიღებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.10.2014. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.152.016197.
რამდენი მუხლისგან შედგება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.10.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 10.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.152.016197 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.10.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2539902/