ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2014
ძალის დაკარგვა 08.01.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 14.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2014 წლის 10 ოქტომბერი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1) .
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №28 დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი №1
კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი მთავარი სპეციალისტი.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების - მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
ე) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ვ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ზ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
თ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლოტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ი) ახალგაზრდული პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ლ) კულტურული, ინტელექტუალურ- შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობა;
მ) პროექტების შედგნა;
ნ) ექსკურსიებისა და კულტურული ღონისძიებების მოწყობა;
ო) საქველმოქმედო და სოციალური აქციების მოწყობა;
პ) ახალგაზრდების დასვენება პატრიოტულ, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ბანაკებში;
ჟ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.