ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2014
ძალის დაკარგვა 20.02.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №43
2014 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეებზე, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება.
პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები.
1. პრემია გაიცემა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის ან/და ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, შესრულებული სამუშაოს შეფასების ან/და დასაბუთების საფუძველზე.
2. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
3. პრემიის მიზნებია გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირებისათვის ან/და გამგებელს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის/სამსახურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს გამგებელს.
3. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის ან/და საკრებულოს თავმჯდომარეს.
4. საკრებულოს აპარატის უფროსზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
5. გამგეობის თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
7. საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთათვის პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების ფორმით.
მუხლი 5🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის უფროსსა და აპარატის მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.
5. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.