საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.10.2014
ძალის დაკარგვა 27.10.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №გამოშვების წელი
სარეგისტრაციო კოდი 120200040.22.034.016372
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,314 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2014 მიღება
27.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
N იარაღისა და საბრძოლო მასალის დასახელება
ნომერი გამოშვების წელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №813 2014 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების თაობაზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი (დანართი №1); ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №2); გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №3); მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი №1 საქართველოს ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის, შენახვის წესსა და პირობებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინკასატორი – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-10 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული პირი; ბ) პასუხისმგებელი პირი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ან აღმასრულებელი დირექტორის (შემდგომში – ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირი) მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული პირი, რომელსაც ევალება იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და მიღება, ასევე შეიარაღების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი. 3.ინკასატორს უნდა ჰქონდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იარაღის ტარების ნებართვა. 4.პასუხისმგებელი პირის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და საბრძოლო მასალა ინკასატორზე გაიცემა ინკასაციის ოპერაციებისა და სასწავლო სროლების ჩატარების დროს. 5. პასუხისმგებელი პირის დროებით არყოფნის შემთხვევაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაბარება და მისი მოვალეობის შესრულების სხვა პირისათვის დაკისრება ხორციელდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაბარებისას ფორმდება აქტი, რომელსაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი. 7. ამ წესის დაცვა სავალდებულოა ეროვნული ბანკის ყველა იმ თანამშრომლისათვის, რომელსაც შეხება აქვს იარაღთან. მუხლი 2🔗. ინკასატორის ვალდებულება 1.   ინკასატორი ვალდებულია, უზრუნველყოს: ა) ამ წესისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების განუხრელი დაცვა; ბ) იარაღის ტარებისას იარაღის რეგისტრაციის მოწმობასთან ერთად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტარება; გ) ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების, ასევე სასწავლო სროლების დასრულების შემდგომ იარაღის და დარჩენილი საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ ჩაბარება პასუხისმგებელი პირისათვის; დ) იარაღის და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში, მომხდარის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოესი ქვედანაყოფისა და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსისათვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება. 2.   ინკასატორის გაუფრთხილებელი ან ბრალეული ქმედებით უვარგისად ქცეული იარაღი ან საბრძოლო მასალა უბრუნდება იარაღის გამცემს დადგენილი წესით, ხოლო ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ინკასატორის მიერ ანაზღაურებას, მისი საბალანსო ღირებულების შესაბამისად. მუხლი 3🔗. პასუხისმგებელი პირის ვალდებულება პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს: ა) იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვა, შენახვა, გაცემა და მიღება; ბ) სასწავლო სროლების ჩატარების ორგანიზება; გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი საშუალებების გასაღებების საიმედოდ შენახვა ისე, რომ გამოირიცხოს მათი სხვა პირთა ხელში მოხვედრის შესაძლებლობა. მუხლი 4🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება, გაცემა და აღრიცხვა 1.   ეროვნულ ბანკში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღების, გაცემის, შენახვისა და აღრიცხვისათვის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი. 2.   ეროვნულ ბანკში არსებული იარაღი და საბრძოლო მასალა პასუხისმგებელი პირის მიერ აღირიცხება „იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი N2), რომელშიც მიეთითება იარაღისა და საბრძოლო მასალის დასახელება, იარაღის ნომერი, გამოშვების წელი, ნებართვის ნომერი, საწყისი რაოდენობა, შემოსავალი, გასავალი და ბოლო რაოდენობა. 3.   პასუხისმგებელი პირის მიერ ინკასატორზე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემა და მისგან ჩაბარება ხორციელდება „იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემის რეგისტრაციის ჟურნალის“ (დანართი N3) მეშვეობით, რომელშიც მიეთითება მიღების/გაცემის თარიღი, დრო, იარაღისა და საბრძოლო მასალების დასახელება, იარაღის ნომერი, რაოდენობა, მიმღები/წარმომდგენი და პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. 4.   ჟურნალები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, აკინძული და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დადასტურებული. 5.   ჟურნალები უნდა შეივსოს გარკვევით. ჟურნალებში არსებული ჩანაწერების შესწორებები დამოწმებული უნდა იქნეს პასუხისმგებელი პირის მიერ. 6.   იარაღისა და საბრძოლო მასალის ჟურნალები (N2 და N3  დანართები) ინახება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან ერთად. მუხლი 5🔗. სასწავლო სროლების ჩატარების უზრუნველყოფა 1.   სასწავლო სროლების ჩატარების პერიოდი და მათზე გასახარჯი საბრძოლო მასალის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით. 2.   სასწავლო სროლების ჩატარებისა და საბრძოლო მასალის გახარჯვის შესახებ დგება აქტი, სადაც მითითებულ უნდა იყოს: როდის, სად, ვის მიერ, რამდენი და რა კატეგორიის საბრძოლო მასალა იქნა გახარჯული, რასაც ხელს აწერს სროლებში მონაწილე ყველა პირი. 3.   სასწავლო სროლების ჩატარებისა და საბრძოლო მასალის გახარჯვის შესახებ აქტის საფუძველზე ხორციელდება შესაბამისი ანგარიშიდან საბრძოლო მასალის ჩამოწერა. მუხლი 6🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა 1.   იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულ არანაკლებ ორ პირს. 2.   იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ეროვნული ბანკის განსაკუთრებულად დაცულ ადგილზე განთავსებულ ლითონის კარადაში, რაზედაც მიმართული უნდა იყოს სადღეღამისო ვიდეო–სათვალთვალო კამერა. 3.   ლითონის კარადა იკეტება ორი გასაღებით, რომელთაგან თითო ეგზემპლარი ინახება პასუხისმგებელ პირთან, ხოლო კარადის სათადარიგო გასაღებები დალუქული სახით ინახება საკასო ცენტრის საცავში. 4.   იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში დაშვებული და დამცველზე დაყენებული ჩახმახით, ცალკეული სახეობებისა და კატეგორიების მიხედვით. მჭიდი იარაღის სახელურიდან არ ამოიღება. 5.   ინკასატორზე განპიროვნებული იარაღი უნდა ინახებოდეს იარაღის ტარების ნებართვასთან ერთად. 6.   დაუშვებელია ლითონის კარადის შენახვის ადგილზე ღია ცეცხლის წყაროს მეშვეობით მანათობელი ხელსაწყოების გამოყენება, თამბაქოს მოწევა, საწვავის და ადვილად აალებადი ნივთიერებების შენახვა. 7.   განსაკუთრებულ შემთხვევებში, პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის შემთხვევაში, ლითონის კარადის გახსნა დასაშვებია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიური წესით, სათადარიგო გასაღებების გამოყენებით. 8.   ამ მუხლის მე-7 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება იარაღისა და საბრძოლო მასალის ინვენტარიაზაცია, რომლის შედეგების შესახებ ფორმდება სათანადო აქტი, რომელსაც ხელს აწერს ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილე ყველა პირი. მუხლი 7🔗. იარაღის გადატანა-გადაზიდვა და შეკეთება 1.   იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა (სასწავლო სროლებისა და ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციის გარდა) ხორციელდება ბანკის ხელმძღვანელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 2.   იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა (სასწავლო სროლებისა და ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციის გარდა) დაიშვება მხოლოდ შეფუთულ და დალუქულ მდგომარეობაში. ამასთან, დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები. 3.   ყოველი გაუმართავი იარაღი ექვემდებარება შეცვლას, თუ შესაძლებელია შეკეთებას, ხოლო საბრძოლო მასალა - შეცვლას. 4.   იარაღზე ნომრის ცვეთისას (თუ ნომერი არ იკითხება), ეროვნული ბანკი ტექნიკური ზემოქმედების კვალის დასადგენად და ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან შედარების მიზნით წერილობით აცნობებს და შემდეგ აღნიშნულ იარაღს, ნომრის აღდგენის მიზნით, წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. 5.   იარაღის განზრახ დაზიანების ან თვითნებურად გადაკეთებული ნომრის ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი სათანადო რეაგირებისთვის მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. 6.   აუცილებლობის შემთხვევაში, იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენების ვარგისიანობის დადგენა ან/და გაუმართავი შეიარაღების შეკეთება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ. მუხლი 8🔗. იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოწმება 1. ეროვნული ბანკში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ინვენტარიზაცია ხორციელდება ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა და/ან საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის მიერ - ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის ინვენტარიზაცია და ამ წესით დადგენილი ოპერაციების წარმოების სისწორის შემოწმება ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ 3. ინვენტარიზაცია ხორციელდება პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.  4. იარაღის ინვენტარიზაცია ხორციელდება რაოდენობებისა და ნომრების, ხოლო საბრძოლო მასალის - რაოდენობის მიხედვით სააღრიცხვო ჟურნალებისა და ბუღალტრულ მონაცემებთან შედარებით.   5.   შემოწმების შედეგების შესახებ ფორმდება შესაბამისი აქტი, რასაც ხელს აწერს პროცესში მონაწილე ყველა პირი.  6.   ეროვნულ ბანკში ინკასატორზე რიცხული იარაღის ან საბრძოლო მასალის დანაკლისის ფაქტის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირს შემდგომი რეაგირებისათვის. მუხლი 9🔗. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული  ინფორმაციული უზრუნველყოფა      ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამ ბრძანების ამოქმედების დროისათვის  თავის ბალანსზე რიცხული იარაღის არსებულ რაოდენობასთან, ასევე შემდგომში მის შემოსავალსა და გასავალთან (შეძენა, ჩამოწერა, განადგურება) დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისათვის. დანართი №2 საქართველოს ეროვნული ბანკი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვის ჟურნალი დაწყებულია                       „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20               წელი დასრულებულია                „––––––“ „–––––––––––––––––––––“ 20               წელი შენიშვნა: აღნიშნულ ჟურნალში ჩანაწერები კეთდება მის სრულ გამოყენებამდე. ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული. N იარაღისა და საბრძოლო მასალის დასახელება თარიღი "––" "–––––––––" 20     წელი ნომერი გამოშვების წელი ნებართვის N საწყისი რაოდენობა შემოსავალი გასავალი ბოლო რაოდენობა  1  2 3 4 5 6 7 8 9 10 პასუხისმგებელი პირის/ების ხელმოწერა –––––––––––––––––––––––––––––– დამადასტურებელი წარწერა (ჟურნალის ბოლოში) ამ ჟურნალში დანომრილი, ზონარგაყრილი და დალუქულია _______________________________________ ფურცელი (ციფრებითა და სიტყვებით) N_______ დან N_______ მდე (ჩათვლით)