სს „ქარხანა ელექტროძრავა“-ს აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ქარხანა ელექტროძრავას” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 14 ნოემბერს ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა №9/11-ში, 16 საათზე მოწვეულია სს „ქარხანა ელექტროძრავას” აქციონერთა საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. სს „ქარხანა ელექტროძრავას” 2013 წლის წლიური ანგარიშის და 2014 წლის 9 თვის შედეგების განხილვა.
2. სს „ქარხანა ელექტროძრავას” კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილი ლტოლვილთა მოსახლეობის და „ეა ბანკის” გამოსახლების საკითხის განხილვა.
3. სს „ქარხანა ელექტროძრავას” სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა.
4. აუდიტის არჩევა.
5. სხვადასხვა.
კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 16 სექტემბერი.
სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევენ აქციონერებს, რომ გამოცხადდნენ კრებაზე და ხელი შეუწყონ მის შეუფერხებელ ჩატარებას (თან იქონიონ პირადობის მოწმობა).
აქციონერებს კრებაში თავიანთი მონაწილეობის უფლება კრების დაწყებამდე 10-დღიან პერიოდში შეუძლიათ შეამოწმონ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორში” (მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 74ა).
დამატებითი ინფორმაცია დღის წესრიგის საკითხებზე შეგიძლიათ მიიღოთ სს-ის დირექტორთან ან სს-ის სამეთვალყურეო საბჭოში.
სს „ქარხანა ელექტროძრავას” დირექტორი თ. ხაჩიძე